სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აუცილებელი განმარტება
    (25.05.2010)
    24 მაისს ჭადრაკის სასახლეში `ქართული აკადემიის~ინიციატივით, რამდენიმე ათეული არასამთავრობო ორგანიზაციისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩატარდა საზოგადოებრივი შეკრება, რომელმაც თბილისის მერის არჩევნებში კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა ირაკლი ალასანიას კანდიდატურას. შეკრებაზე სიტყვით გამოსულმა `ქართული აკადემიის~ წევრმა, ბ-ნმა ნოდარ მგალობლიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ, მისი პირადი შეხედულებით, ყველა, ვინც მომავალ არჩევნებში მხარს არ დაუჭერს ირაკლი ალასანიას, ამით ქვეყანას უღალატებს. ზოგიერთ საგაზეთო პუბლიკაციაში ბ-ნი ნოდარის ეს აზრი `ქართული აკადემიის~ საერთო პოზიციად გამოცხადდა. სინამდვილეში ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია გამომჟღავნებულია საოგადოებისადმი მიმართვაში, რომლის პროექტიც მომზადდა `ქართული აკადემიის~ მიერ და ერთხმად მიიღეს შეკრების მონაწილეებმა. ამ მიმართვაში კი საუბარია არა ქვეყნის პირდაპირ ღალატზე, არამედ იმ ოპოზიციურ პარტიათა და კანდიდატთა პასუხისმგებლობაზე, რომლებმაც, შესაძლებელია, გამარჯვებისათვის აუცილებელი ხმები წაართვან დაწინაურებულ ოპოზიციურ კანდიდატს ირაკლი ალასანიას და ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, წყალი ხელისუფლების წისქვილზე დაასხან _ ხელი შეუწყონ სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვებასა და არსებული პოლიტიკური რეჟიმის გაძლიერებას.
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია.
          შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია

    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter