სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    27.04.2018

     ყველას ყოველთვის აინტერესებს თუ რა მანქანებით დადიან ქართველი მინისტრები. ხელისუფლების მაღალჩინოსნების ქონება ხშირად კრიტიკის ობიექტიც ხდება ხოლმე. 

    საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის კუთვნილი ავტომობილი 2006 წელს გამოშვებული "მერსედეს-ბენცია", რომელიც მესაკუთრემ 2012 წელს 10 000 დოლარად შეიძინა.

    შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკოს 2014 წელს აქვს შეძენელი "ტოიოტა პრადო". სერგეენკომ ავტომობილი 39 200 დოლარად იყიდა.

    ლევან დავითაშვილს, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრია, დეკლარაციაში მეუღლის, თეა ფარქოსაძის ავტომობილი აქვს მითითებული. დეკლარაციის მიხედვით, "მერსედეს-ბენცი"-ის მარკის ავტომობილი, 2016 წელს 19 000 დოლარადაა შეძენილი.

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი 2009 წლიანი "მიცუბიში პაჯეროთი" დადის, რომელიც 2014 წელს, ჩუქებით აქვს მიღებული.

     იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანსაც კი ქონებრივ დეკლარაციაში მეუღლის, ნუგზარ კაკულიას ავტომობილის შესახებ აქვს მითითებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მან 2006 წლის "აუდი Q7" 2017 წელს გაცვლის შედეგად მიიღო.

    სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის ოჯახი კი 2011 წელს გამოშვებულ "პორშე კაიენს" ფლობს, რომელიც მინისტრის მამის, გოგი კახიშვილის საკუთრებაშია. 2017 წელს მინისტრის მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად, გოგი კახიშვილმა ავტომობილი 2017 წელს 30 000 დოლარად შეიძინა.

     კიდევ ერთი მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოზიციას იკავებს, 2008 წლის "ჰიუნდაი ტაქსონს" ფლობს, რომლის ფასი 21 500 დოლარია.

     

    "ოლნიუსის" ცნობით, ზოგიერთ მინისტრს, მათ შორის, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ქონებრივ დეკლარაციაში ავტომობილის შესახებ ინფორმაცია შევსებული არ აქვს. აღნიშნული ინფორმაცია დეკლარაციაში ასევე არც კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს აქვს მითითებული, ავტომობილის შესახებ არაფერი უწერია ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved