Warning: strpos(): Offset not contained in string in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_post_full.php on line 99
    სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარს
    01.01.1970
    დატოვე კომენტარიკომენტარები (21)
    ჩაწერა სახელი
    ბადრი წიქორაძე 14.10.2012 13:52
    მოლა ნასრედდინთან მიმართებაში მართალი ბრძანდებით ბატონო სპირიდონ, მაგრამ ამ წერილის მიზეზი, ასევე მასში გამოთქმული აზრის მხარდაჭერა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ - კონკრეტულად მე და ჩემს მხარდამჭერებს აღარ გვსურს ”გადაბრუნებული ურმის” შემდეგ გზის დანახვა. ამიტომაცაა ასეთი შემოძახილები საჭირო, რომ მეურმემ თავიდანვე სწორი გზა აირჩიოს..

    სპირიდონი 13.10.2012 23:42
    მოლა ნასრედინის არაკია ერთი, ბავშვს დოქით წყლის მოსატანად რომ გააგზავნის და წინასწარ გალახავს, ვაითუ დოქი გატეხოსო. თუ ამ ლოგიკით მივუდგებით, მაშინ მარტო დანაპირებზე კი არა, ყოველგვარ საშინელებაზე შეიძლება მოვთხოვოთ პასუხი, რასაც ჩვენი ფანტაზიები გაწვდება. ნორმალური ლოგიკით კი ამ ეტაპზე მხოლოდ არჩევნები უნდა ჰქონდეს მოგებული და ამაზე ვერ ვუსაყვედურებთ, - წარმატებით განხორციელდა. დამნაშავეთა დაუსჯელობაზე მაშინ მოვხოვოთ პასუხი, როცა ხელისუფლებას გადაიბარებენ, მათ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებენ და აპატიებენ. ჯერ ეს ეტაპი ხომ არ დამდგარა?!

    ბადრი წიქორაძე 13.10.2012 18:22
    როგორც ვიცი, იურისპრუნდეციაში თუ კაცს ქმედება არ ჩაუდენია ისე ბრალს ვერ წაუყენებ, რამდენიც არ უნდა იძახოს ასე ვიზმა ისე ვიზამო თუ ეს რეალური მუქარა ან სეურაცყოფა არაა. ყოველდღიურ ვხოვრებაში კაცის განსასჯელად მისი ნათქვამიც კმარა. ეს შემთხვევაა ახლაც. ბატონმა ბიძინამ ბრძანა: ”...როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა”-ო, ეს კი ჩემი აზრით, არაა სწორად ნათქვამი. მე ქალბატონ ნათიას აზრებს უფრო ვემხრობი. ბიძინამ რა იფიქრა ჩვენ ნუ გადავწყვეტთ, რაც თქვა ის არ მოგვეწონა, ესაა სულ. თუ დანაპირებს (განსაკუთრებით კანონის უზენაესობას) არ შეგვისრულებს, კიდევაც დავაყვედრით ბატონო სპირიდონ და კიდევაც მოვთხოვთ პასუხს.

    eto 13.10.2012 11:59
    batonma bidzinam swored is agnishna rom nacebivit kiar ecemoda umizezod xalxs yovelgvari kanonis gareshe, aramed rogorc namdvil qveyanas sheefereba moikceva ise samartlis safudzvelze

    სპირიდონი 13.10.2012 11:37
    ნათიას: ძალიან არ მომწონს წამოყვედრება: „როგორ ფიქრობთ, რისთვის დაგიჭირათ მხარი“... რისთვის და ხელისუფლებიდან სააკაშვილის გუნდი რომ ჩამოგვეცილებინა, რაც ისე ბრწყინვალედ შესრულდა, მარტო თამამ ოცნებებში თუ შეიძლებოდა მისი წარმოდგენა... საერთოდ, მის ფიქრებს რაც შეეხება, ჩემზე და თქვენზე უკეთესად რომ ფიქრობს, ეს ჩანს მისი მიღწეული შედეგებიდან.

    natia 13.10.2012 10:13
    diax, batono bidzina unda sheasrulot is dapirebebi rac xalxs shepirdit, unda izeimos samartalma, qveyana qartveli xalxia da roca am mtavrobam xalxi gaaupatiura, qoneba waartva, mokla, qveynidan gadaxizna amdeni qartveli, rogor fiqrobt ristvis dagichirat mxari rom nacbandam mishas metaurobit isev sulshi afurtxos ers, ar gepatiebat tu amas fiqrobt.

    natia 13.10.2012 10:13
    diax, batono bidzina unda sheasrulot is dapirebebi rac xalxs shepirdit, unda izeimos samartalma, qveyana qartveli xalxia da roca am mtavrobam xalxi gaaupatiura, qoneba waartva, mokla, qveynidan gadaxizna amdeni qartveli, rogor fiqrobt ristvis dagichirat mxari rom nacbandam mishas metaurobit isev sulshi afurtxos ers, ar gepatiebat tu amas fiqrobt.

    სპირიდონი 12.10.2012 10:17
    მოხმობილ წინადადებაში არსად არ წერია დამნაშავეებს თავზე ხელი უნდა გადავუსვათო, საერთოდ არ არის დანაშაულზე ლაპარაკი, მხოლოდდამხოლოდ თავის მართლებაა ამომრჩევლის წინაშე ო პ ო ნ ე ნ ტ ზ ე თუნდაც ხელის ჩამორთმევის გამო, ოპონენტზე, რომელმაც ყველაფერი უკადრებელი იკადრა საარჩევნო პროცესში: მოსყიდვა, დაშინება, დასმენები, დაჭერები, წამებები, ქონების წართმევები, უკანონო კანონების მიღება, კანონის გადამეტება, უსამართლო სასამართლო, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, შავი პიარი... და ბოლოს: ნიღბიანი ტერორისტების საარჩევნო უბანზე შევარდნა, კომისიის წევრებისა და ამომრჩევლის მძევლად აყვანა, საარჩევნო დოკუმენტაციის გატაცება და გაყალბება, ამომრჩევლის წინააღმდეგ სპეცრაზმის, რეზინის ტყვიებისა და მომწამვლელი გაზების გამოყენება... და ყველაზე საშინელება, რაც ადამიანის ტვინში შეიძლება მომწიფდეს: არჩევნების მოგების მიზნით 9 თვის ბავშვის გატაცება და ... ასეთი ოპონენტი იმსახურებს ხელის ჩამორთმევას? – არ იმსახურებს, მაგრამ ქვეყანა იმსახურებს ნორმალურ მომავალს. ამისთვის კი საჭირო იყო ეს რიტუალი. რაც შეეხება დანაშაულს, ამაზე ყველაზე ნაკლებად უნდა ილაპარაკოს ხელისუფალმა, უფრო მეტი – პროკურატურამ და სასამართლომ.

    ვახტანგ ხვედელიძე 11.10.2012 20:19
    ამ თემაზე მეტი არ მინდოდა დამეწერა, მაგრამ ქალბატონმა ნინამ მაიძულა. 8-9 წლის წინ ძალიან მიკვირდა, რომ ამდენი მხარდამჭერი ყავდა ახალ ხელისუფლებას, მაგრამ მაშინ ამას შევარდნაძის უხერხემლო პოლიტიკას ვაბრალებდი. დღეს უკვე სხვა სიტუაციაა. მე მგონი საქმე გვაქვს კლინიკურ მოვლენასთან. სხვანაირად რით შეიძლება აიხსნას ყოვლად უგვანო და ამაზრზენი ხელისუფლების მხარდაჭერა. ნუთუ ცოცხები აღარ არის საკმარისი გონზე რომ მოხვიდეთ. მოვუწოდებ ყველას, იგნორირება გაუკეთეთ მსგავს მოსაზრებებს.

    ბადრი წიქორაძე 11.10.2012 15:14
    რაო ქალბატონო ნინა, წაგართვეს ”სამოთხის ვაშლები”, აღარ არის ”ცხოვრება მშვენიერი”, გეშინია ხვალინდელი დღის? მსიამოვნებს, რომ თბილისელი და ქართველი ვარ, ჩვენ შევძელით ერევნული მთავრობის გადაგდება და მოვიპოვეთ ”კანონის უზენაესობა”. დაე ძრწოდეს ყველა დამნაშავე კანონის წინაშე.

    ლიანა 11.10.2012 13:10
    ბატონო ვახტანგ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი თუ დავტოვეთ ვერასოდეს გავიმართებით წელში,არადა ბევრი დანაშაულია ჩადენილი,არა შეცდომა არამედ დანაშაული

    nina 11.10.2012 13:09
    Tbiliselebo, tqvens kiserze iqneba sruliad saqartvelos codva

    nina 11.10.2012 13:07
    es kaci jer Camoyalibebuli ar aris araferSi. miuCinos putinma vinme mrCeveli. tu awi tavisi tavit unda iazrovnos.?

    ბადრი წიქორაძე 11.10.2012 12:55
    სწორედ იმიტომ რომ არ განმეორდეს თქვენს მიერ მოყვანილი ხალხის ნების გამომხატველი უკიდურესობები, მოვითხოვ და დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დამეთანხმება, რომ უნდა აღსრულდეს კანონი და არა რაღაც ეფემერული ”ხალხის ნება”, ბატონო ვახტანგ. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, მოხარული ვიქნები თუ შემდგომშიც ინებებთ თქვენი აზრების გაზიარებას. წარმატებებს გისურვებთ.

    ვახტანგ ხვედელიძე 11.10.2012 10:41
    ხალხის ნება იყო ის, რაც გაუკეთეს კადაფს. ასევე, ხალხის ნება იყო ის, რომ უკვე მერამდენედ აირჩიეს უგოჩავესი ქვეყნის ლიდერად. ასეთი უკიდურესი ქმედებებით აღნიშნული ქვეყნები მრავალი ათეული წელი ვერ მოიშორებენ ველური და განუვითარებელი ქვეყნების იმიჯს. მე შორს ვარ იმისგან, რომ ჩვენთან შესაძლებელია რაიმე მსგავსი რამ მოხდეს, მაგრამ ქვეყანას მაინც პრაგმატულად მოაზროვნე და გაწონასწორებული ხელმძღვანელი სწორედ იმისთვის ჭირდება,რომ ხალხის ნება სწორ კალაპოტში მოაქციოს და ორ უკიდურესობას შორის ოქროს შუალედი იპოვოს. ბიძინა ივანიშვილი სწორედ ისეთ პიროვნებად მესახება, რომელიც მოახერხებს ხალხში დაგროვილი აგრესიის დადებით ენერგიად გარდაქმნას და ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენებას. ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენს შორის არსებული ტაქტიკური განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ საერთო სტრატეგიული მიზანი გვაქვს–აყვავებული და ბედნიერი საქართველო.

    ბადრი წიქორაძე 10.10.2012 17:29
    ქალბატონო ხათუნა! გმადლობთ მხარდაჭერისათვის.

    ბადრი წიქორაძე 10.10.2012 17:27
    დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ იმ კეთილგანწყობისათვის, რომელსაც თქვენ გამოხატავთ. ასევე, ჩემი მხრიდან მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენ გაქვთ სრული უფლება არა მარტო საკუთარი აზრის გამოხატვის, არამედ კრიტიკისაც. ამას მე შეურაცყოფად არ მივიღებ. სამწუხაროდ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ნებისმიერ ერთ-ერთ ქართველთაგანს (არ ვხმარობ სიტყვას - რიგითს) და მით უმეტეს პრემიერ მინისტრს არ აქვს უფლება მოითხოვოს საქართველოს ნებიმიერი მოქალაქის მიმართ კანონის უზენაესობის აღსრულება. სამწუხაროდ ჩვენ იმდენად დავთმეთ საკუთარი სუვერენიტეტი და იმდენად ვეწევით თვითცენზურას, რომ როდესაც საჭიროა ქვეყნის საჭიროების მიხედვით, მის სასარგებლოდ რაიმე გადაწყვეტილების მიღება, მაშინაც კი შეშინებულები, დატუქსული ბავშვებივით ვიხედებით მეზობლებისაკენ და გვტანჯავს შიში: რას გვეტყვის ”დასავლეთი, რას გვეტყვის ამერიკა, არ გაგვინაწყენდეს რუსეთი და ა. შ. ჩვენმა ხელმძღვანელებმაც უნდა დაიბრუნონ ღირსება და წარმოთქვან ის სიტყვები და გააკეთონ ის საქმეები, რომლებიც საქართველოს ინტერესებშია და არ უნდა შეიზღუდონ თვითცენზურით - რას იტყვის დასავლეთი? დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ასეთ შემთხვევაში დასავლეთი ხალხის ნებას წინ არ აღუდგება, როგორც არ აღუდგა 1 ოქტომბრის შემდეგ.

    ვახტანგ ხვედელიძე 10.10.2012 15:58
    ბატონო ბადრი! სრულად ვეთანხმები თქვენს პათოსს. ამასთან ერთად, მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ხშირი იყო მკვეთრი და უხეში გამონათქვამები , ასევე მუდმივად კანონზე აპელირება, მაგრამ რეალურად ყველაფერი პირიქით და უკუღმართად ხდებოდა. მთავარი ის კი არ არის რას ვიტყვით, ან როგორ ვიტყვით, არამედ რას გავაკეთებთ და როგორ გავაკეთებთ. ამასთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ კუთხეში მიმწყვდეული არა მარტო ცხოველია საშიში, არამედ ადამიანიც ( შეიძლება უფრო მეტადაც). გამოვხატავ რა ღრმა პატივისცემას თქვენსა და თქვენი სახით მთელი ქართველი ხალხისადმი, მაინც მიმაჩნია, რომ ზომიერების გრძნობა არ უნდა დავკარგოთ. დაე, ვიყოთ გამონათქვამებში ცოტა თავშეკავებულნი, მაგრამ საქმეში პრინციპულნი და მომთხოვნი. როდესაც ევროპამ და ამერიკამ შეაფასა ჩვენი არჩევნები და ქვეყანა როგორც დემოკრატიული, მე და თქვენ ეს გაგვიხარდა და გვესიამოვნა, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიასთან ეს ძალიან შორს იდგა. ჩვენ ეს იმიტომ გაგვიხარდა, რომ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ვფიქრობთ. დამეთანხმებით, რომ ქვეყნის ხელისუფლების შეცვლა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე შელახული იმიჯის აღდგენა. დღეს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან ჩვენს ქვეყანას და შესაბამისად ბიძინა ივანიშვილის თითოეულ სიტყვას თუ მოქმედებას. მას არავინ არ მოუწონებს მკვეთრ გადაწყვეტილებებს და არადიპლომატიურ გამონათქვამებს. წინადადება– „კანონის შესაბამისად„ შეიძლება წარმოთქვას პროკურორმა ან გამომძიებელმა და არა ქვეყნის ხელმძღვანელმა. ბატონო ბადრი! კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს პატივისცემას თქვენს მიმართ.

    ხათუნა 10.10.2012 14:57
    ბატონო ვახტანგ, რას ნიშნავს-პრეზიდენტისთვის გარკვეული გარანტიების მიცემა?-ანუ სამართლიანობამ არ უნდა იზეიმოს? ანუ კანონიერება არ უნდა აღდგეს? მერე, ვინ აგებს პასუხს განრისხებული გამწარებული ადამიანები თვითონ თუ შეეცდებიან სამართლის აღდგენას, ღირსების დაბრუნებას. დიახ, მთელი შეგნებით ვეთანხმები ავტორს -"ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში იყოს კანონის უზენაესობა და არა უზენაესის უკანონობა"- ჩემთვის ეს წინასაარჩევნო დაპირებების ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია-სამართალი(!!!!!!!!!!), სამართალი და არა შურისძიება. დღეს ეს არის ქართული საზოგადოების დაკვეთა-სამართალმა პური ჭამოს

    ბადრი წიქორაძე 10.10.2012 11:29
    ბატონო ვახტანგ! სიბინძურე კია უცხო ქართული მენტალიტეტისათვის, მაგრამ მე ხომ არ მომითხოვია სააკაშვილისათვის რომელიმე ნაწილების მოჭრა. მე მოვითხოვ, რომ ქვეყანაში იყოს კანონის უზენაესობა და ძველ თუ ახალ ხელისუფალს არ ჰგონდეს ღმერთის მსგავსი ფუნქცია: მიუტევოს თუ არ მიუტევოს. მე არ მინდა ვიმკითხაო თუ რას ნიშნავს ”როგორც იმსახურებს ეს ქვეყანა”, მე მინდა იყოს ლაკონურად ნათქვამი: ”კანონის შესაბამისად”. პრეზიდენტი საქართველოს ისეთივე მოქალაქეა, როგორიც თქვენ ხართ, მე ვარ და 2 მილიონი არჩევნებზე მისული ქართველია, რატომ უნდა ჰქონდეს მას იმუნიტეტი ჩადენილ დანაშაულზე (თუ ასეთი არსებობს)?. არჩევნებში გამარჯვებულმა მოქალაქეებმა მოითხოვეს სამართლიანობა და ამ პირობით დაუჭირე მხარი ივანიშვილს და ”ქართულ ოცნებას”. დაე ასრულდეს მათი ნება!

    ვახტანგი 10.10.2012 09:10
    ვფიქრობ, რომ საშიში არაფერი არ არის. ივანიშვილი ამ სიტყვებში გულისხმობდა იმას,რომ სიბინძურეს სიბინძურით არ უნდა უპასუხო,ეს უცხოა ქართული მენტალიტეტისთვის. კანონიერების აღდგენა უნდა მოხდეს წყნარად,ემოციების გარეშე. რაც შეეხება პრეზიდენტისთვის გარკვეული გარანტიების მიცემას,ეს დასაშვებია,თუმცა ზომიერების ფარგლებში. ქვეყნის ინტერესები ბევრად უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ,ვიდრე ერთი რომელიმე ინდივიდისა,თუნდაც ის პირველი პირი იყოს.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved