Warning: strpos(): Offset not contained in string in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_post_full.php on line 99
    სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარს
    01.01.1970
    დატოვე კომენტარიკომენტარები (20)
    ჩაწერა სახელი
    ბადრი წიქორაძე 05.12.2012 10:51
    ბატონო ლუკა! თქვენ უკვე დაუკრეფავში გადადიხართ, ტყუილად ცდილობთ ჩემი - კერძო ადამიანის აზრები გაზეთის პოლიტიკას დაუკავშიროთ და ამით უთანხმოება ჩამოაგდოთ ჩვენს შორის. გაზეთი ბლოგერის აზრებსა და გამონათქვამებზე პასუხს არ აგებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური გამონათქვამებია. უსასრულოდ თქვენი დემაგოგიის პასუხებს არ ვაპირებ. კიდევ ერთხელ ჩამოგითვლით ჩემს პრეტენზიებს და თქვენი პასუხის შემდეგ დავამთავროთ. მაშ ასე: 1. მიმაჩნია რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია. მიზეზი? თუ პოლ პოტმა ფიზიკურად გაანადგურა ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი, ენმ-ამ თავისი ეკონომიკური პოლიტიკით აიძულა 1 მილიონზე ცოტათი მეტი თუ ცოტათი ნაკლები ადგილობრივი მოსახლეობა რომ ლუკმა-პურის საშოვნელად წასულიყვნენ საზღვარგარეთ, შესაბამისად დაეტოვებინათ სამშობლო. 2. ნაცმოძრაობის აქტივისტების და ლიდერების საქმიანობით საგამომძიებლო ორგანოების დაინტერესებაში ვერაფერს ვხედავ ტრაგიკულს, თუ არსებობს შეკითხვები მათი საქმიანობის შესახებ კეთილი ინებონ და პასუხი გასცენ დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს წინაშე. უფრო დაწვრილმანებას აზრი არა აქვს მით უმეტეს, რომ ასეთი ”წვრილმანები” უამრავია დაწყებული დოქტორ დოტით და დამთავრებული 80 პორტუგალიელი ბოზით, რომლებშიც ჩვენი ფული დაიხარჯა. თუ ეს ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს (საეჭვოა), მაშინ ეს და სხვა მრავალი, ბევრად უარესი ფაქტები დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს. ესაა სულ. პატიოსან ადამიანს სამართლიანი სასამართლოსი არ უნდა ეშინოდეს.

    ლუკა 05.12.2012 02:58
    ბ-ნო ბადრი, როდესაც ადამიანს საპასუხო გარდა ვიცინე და ვიხალისე-ს მეტი საპასუხო არანაირი სერიოზული არგუმენტი არ გააჩნია ეს მეტყველებს ავტორის და გაზეთის დონეზე სადაც მას მიანდეს გარკვეული უბანი ანუ ბლოგი. მხოლოდ სინანული მინდა გამოვთქვა რომ საქართველოს მოსახლეობას ევროპისკენ მიმავალ გზაზე აი ასეთი "შორსმჭვრეტელი" ანალიტიკოსები და მქადაგებლები ჰყავს რაც ასევე გაზეთის დონეზეც მეტყველებს.

    ბადრი წიქორაძე 04.12.2012 20:33
    ბ-ნო ლუკა! ჯერ ერთი ბოდიში მოიხადეთ, ფაშიზმთან საერთო არაფერი მაქვს, სხვა დანარჩენზე კი ძალიან ვიხალისე და ვიცინე. დავამთავრეთ რაღამც სხვა არგუმენტები აღარ გაქვთ.

    ლუკა 30.11.2012 23:30
    ბ-ნო ბადრი, თქვენი კომენტარი რომ გადავიკითხე: ”მე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე გახლავართ, არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი, სახელმწიფო დაწესებულებაში არ ვმუშაობ და სრული უფლება მაქვს ჩემი აზრი თვითცენზურის გარეშე გამოვთქვა", დამებადა კითხვა, როდის აქეთია დემოკრატიაზე სიტყვების კორიანტელში რეალურად ფაშისტური იდეების მატარებელ "ჩვეულებრივ" მოქალაქეს გაზეთი რეზონანსი შესაძლებლობას აძლევს იქონიოს ამ გაზეთთან არსებული საკუთარი ბლოგი და გზა-კვალს უბნევდეს მკითხველს თუ ამაში სხვა ვინმე უფრო გავლენიანი პირი ან ორგანიზაცია არაა დაინტერესებული? ალავერდი რეზონანსის რედაქციას.

    kaha 28.11.2012 22:18
    pirvel rigshi- ukacravad rom kartuli fonti ar makvs- amas vcer sazvargaretidan. meore rigshi- luka, 100% getanxmebi. mesame rigshi- batono badri, tkven azrovnebt 1970-90 clebis samkaroshi. ikavit obiekturi da no miigebt gansxvavebul azrs rogorc pirad sheurackopas.

    ლუკა 28.11.2012 10:25
    ბ-ნო ბადრი თქვენ ზოგჯერ ცდილობთ დაიცვათ ობიექტურობა, მაგრამ ეს ეპიზოდურ ხასიათს ატარებს. მოდით კარგად გაიხსენეთ რომელ წლებში გაიქცა ხალხი საქართველოდან? როდესაც შუქი გაჩნდა, მოისპო მექრთამეობა, ძირიანად ამოიძერკვა კრიმინალების და მაფიოზების პარპაში თუ ეს უფრო ადრინდელ წლებს ეხება? უზნეობაა მიაწერო ადამიანს რაც მას არ გაუკეთებია და ვერ დაინახო კარგი რაც ნამდვილად დასაფასებელია. გარდა ამისა, თუ გაინტერესებთ, მეც არც ერთ პარტიას არ ვემხრობი, უკვე 15 წელია ვცხოვრობ საზღვარგარეთ და ვნატრობდი დალაგებულ ქვეყანაში დაბრუნებას, მაგრამ ის რაც თქვენს სიხარულს და აღფრთოვანებას იწვევს მისპობს ამის არა მარტო ყოველგვარ სურვილს არამედ ფიქრსაც კი. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ჩვენი ერთ ერთი აქ მყოფი საკმაოდ წარმატებული მემამულის ნათქვამი: რად გინდა დაბრუნება, ეგ ხომ ნახევრად ველური ქვეყანაა. ძალიან არ მინდა რომ ეს მწარე შეურაცმყოფელი ნათქვამი რეალობად იქცეს უჭკუო პოლიტიკოსების გამო.

    ბადრი წიქორაძე 28.11.2012 09:22
    გაგახსენდა საქართველო ბატონო ლუკა? რატომ 2003 - 2012 წლებში არ გახსოვდა, როდესაც 1 მილიონზე მეტი ქართველი გააქციეს საქართველოდან ნაცებმა? ის რომ ჩემი აზრით ნაცმოძრაობა დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, სრულებითაც არ ნიშნავს რომ ”ლაპარაკია ნიღაბახდილ ფაშიზმზე”. მე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე გახლავართ, არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი, სახელმწიფო დაწესებულებაში არ ვმუშაობ და სრული უფლება მაქვს ჩემი აზრი თვითცენზურის გარეშე გამოვთქვა. დარწმუნებული ვარ, რომ დანარჩენი საქართველოც, რომელმაც თქვენს წინააღმდეგ მისცა ხმა ასევე ფიქრობს. არავითარი ”თითქმის ნახევარი” თქვენ არა ხართ (გაიხსენეთ წინასაარჩევნო პერიოდის მეთოდები) და საერთოდ დაიმახსოვრეთ: თუ უდანაშაულოები ხართ ნუ გეშინიათ, დაგკითხავენ (საჭიროების შემთხვევაში) და გამოგიშვებენ, დამნაშავეებმა კი სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგონ. ყველა დონის დამნაშავეებმა.

    ლუკა 28.11.2012 00:42
    ტი-ტეს, ბერლუსკონის და სარკოზის იქ არ იბარებენ სადაც გენერალური პროკურორი ბიძინას ყოფილი ადვოკატია. ბ-ნ ბადრის. უღრმესი მადლობა რომ თქვენ მოზღვავებულმა ემოციებმა გათქმევინეს სიმართლე, ის რაც დემოკრატიას ამოფარებულს რეალურად გქონდათ გულში და რასაც გეგმავს უმრავლესობის კოალიცია. "მე მიმაჩნია რომ ნაცმოძრაობა იყო და არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია" ეს იმას ნიშნავს რომ ლაპარაკია ნიღაბ ახდილ ფაშიზმზე, როდესაც უგულვებელყოფილ უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევრის აზრი. თქვენ რა გგონიათ დასავლეთში ისეთი მიამიტი ხალხია ვინც ვერ ანსხვავებს დემოკრატიას ფაშიზმისაგან. ეს ხალხი ჯერ ჯერობით საკმაოდ ზრდილობიანად მოუწოდებს მთავრობას შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა სასაცილო ბრალდებებით. არავინ არ ამბობს რომ არ იყო დაშვებული შეცდომები. შეცდომებს არ უშვებს ვინც არაფერს აკეთებს, მაგრამ რეაქცია შეცდომებზე არა მარტო არა ადეკვატურია არამედ სცდება ცივილიზებულ ქვეყნებში მიღებულ წესებს. გზა ევროპისკენ ჯუჯა ტომების "პოლიტიკური" კულტურით ეს საქართველოს დაღუპვის გზაა. სანამ ეს ხალხი გონს არ მოვა საქართველოს არაფერი ეშველება. დემოკრატია გულისხმობს პოლიტიკური კონკურენციის არსებობას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დაშვებული შეცდომები უქნარა, უსახო ოპოზიციის არსებობის შედეგი იყო. თუ ბიძინა შეძლებს უმცირესობის როგორც ოპოზიციის განადგურებას მას მომავალში იგივე შედეგი ელის და ვაი საწყალო საქართველო.

    ტი-ტე 27.11.2012 13:38
    ბერლუსკონის და სარკოზის ყოველ კვირა იბარებენ სასამართლოში და ამ შემთხვევაში რატომ არ შფოთთებიან ეს შობელ**ბი?

    ბადრი წიქორაძე 27.11.2012 10:41
    მე როდის მნახე თქვენთან სათხოვნელად მოსული? მე მიმაჩნია რომ ნაცმოძრაობა იყო და არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელმაც უამრავი უბედურება მოუტანა ქართველ ხალხს. მათი მოღვაწეობის უმთავრესი შედეგი არა შუშის ხიდები ან 90 წლის ეგლესიასის კონცერტია, არამედ საქართველოდან ლუკმა პურის საშოვნელად გასული 1 მილიონზე მეტი მოქალაქე. დამნაშავეები იმ უბედურებაში, რომლებიც ხდებოდა 2003 - 2012 წლებში (სასურველია 1991 წლიდან) უნდა გაასამართლოს დამოუკიდებელმა სასამართლომ. არ მოგწონთ, რას ვიზამთ, ასეთია ხალხის დაკვეთა ხელისუფლებისადმი. თუ სასამართლომ არ გაასამართლა ეს ადამიანები, შეიძლება ხალხში უმართავი პროცესები დაიწყოს, ეს კი ქვეყნის ინტერესებში უფრო ნაკლებად შედის ვიდრე დამნაშავეების დაჭერა.

    ლუკა 27.11.2012 01:52
    დემაგოგიას თქვენ ეწევით, როდესაც არც თუ იშვიათად ერთმანეთის გამომრიცხავ ბუნდოვან აზრებს პსევდოპატრიოტულ სიტყვების კორიანტელში ახვევთ. მე კი გაჭირვების აბსოლუტურად არაფერი მეტყობა. ჩემი სტაბილური შემოსავალი რომელზედაც არც ძველ და არც ახალ მთავრობას ხელი არ გასწვდება მაძლევს იმის საშუალებას, რომ მკითხველს ვაჩვენო რეალურად ვინ რას წარმოადგენს. შედეგს ამ ქვეყნის სახელის დამღუპველ საქმიანობისგან თქვენც და ბევრი თქვენნაირიც ძალიან მალე იხილავს.

    ბადრი წიქორაძე 26.11.2012 21:09
    რატომ დემაგოგობთ ბატონო ლუკა, ძალიან გიჭირთ და იმიტომ? მე რა უნდა დავასაბუთო, ვინც ასაბუთებს კიდევაც იჭერს და კიდევაც ბევრს დაიჭერენ. ყველამ პასუხი უნდა აგოს სასამართლოს წინაშე ვინც 1 მილიონზე მეტი ქართველი გააქცია საქართველოდან ლუკმა-პურის საშოვნელად საზღვარგარეთ ვარდების რევოლუციის შემდეგ, ვინც ტერიტორიების 20 % დაკარგა, ვინც სასამართლოს გარეშე დახვრიტა ადამიანები, ვინც ჩვენი ფული პორტუგალიაში ბოზებს ”შეატენა” .... და ა. შ. და ა. შ.

    ლუკა 26.11.2012 20:00
    დაასაბუთედ რომ რომელიმე მათგანმა კორეის პრეზიდენტივით ქრთამი აიღო, მაშინ ვერავინ ვერ შეგედავებათ. მაგრამ როდესაც ხალხის სახელით უკიჟინებთ საქართველოს პრემიერს ჩაიდინოს პოლიტიკური თვითმკვლელობა ამაზეა ლაპარაკი. გენერალური შტაბის უფროსის დაჭერა და ზოგი ამდაგვარის სასაცილო ბრალდებებით ესაა თქვენებური ეგრეთწოდებული "დემოკრატია". ასეთი გზით მალე, უკრაინაზე აღარაფერს ვამბობ, რუსეთსაც შორს მოიტოვებთ.

    ბადრი წიქორაძე 26.11.2012 10:41
    ასე დარწმუნებით რატომ მასწავლით ან ფეხბურთს ან დემოკრატიას ბატონო ლუკა? დანაშაულის დაფარვა სრულებითაც არ ნიშნავს ქვეყნის პრესტიჟის გაუფრთხილებლობას, არამედ პირიქით. დანაშაულის არ დაფარვა მის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი თანაც საუკეთესო საშუალებაა, რომელიც რეალურად ამაღლებს ქვეყნის პრესტიჟს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ჩონ დუ ხვანი, რომელმაც კორეა ”აზიურ ვეფხვად” აქცია 10 000 $ ოდენობის ქრთამის აღებისათვის 6 თუ 7 წელი ციხეში იჯდა, ასე რომ თუ ასეთი ნაბიჯი საჭირო გახდა ამ მხრივ ჩვენ არც პირველები ვიქნებით და არც უკანასკნელები.

    ლუკა 26.11.2012 00:21
    ქვეყნის სახელს როგორ უფრთხილდებიან აშშ-ში კარგად ჩანს შემდეგი ნაწყვეტიდან: "Я спросил у президента, почему он отказывает семейству Рузвельта в расследовании, в эксгумации? Кеннеди, в общем, был недоволен, конечно, таким вопросом, не ожидал его, но, помолчав, сказал: «Ну, вопрос задан, надо ответить. Допустим, мы вскроем могилу. Допустим, обнаружим следы яда. Великого президента Америке не вернуть. А что подумают о нашей стране, где президентов травят как крыс?» Он ответил, что он оберегает честь страны в глазах мирового общественного мнения. საქმე ეხება აშშ-სთვის მეტად მტკივნეულ მომენტს. არის ვერსია რომ 1945 წელს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოქმედი პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი მოწამლულ იყო. ზევით მოყვანილია ნაწყვეტი ყოფილი ცნობილი საბჭოთა ჟურნალისტის ვალენტინ ზორინის ინტერვიუდან პრეზიდენტ კენედისთან, რომელიც ცოტა ხანში თავად მოკლულ იყო და მკვლელობის მრავალტომეული მასალები აქამდე გასაიდუმლოებულია.... ღირს თუ არა ამაზე დაფიქრება?

    ლუკა 26.11.2012 00:02
    ბ-ნო ბადრი, დემოკრატია ცალ კარში ფეხბურთის თამაში ნუ გგონიათ. თქვენს დასმულ კითხვაზე "როგორი დემოკრატია უნდა ავაშენოთ" თქვენ არანაირი სურვილი არა გაქვთ უპასუხოდ პატიმრების მიმართ თვეების განმავლობაში მეოცნებეების მიერ დაშვებული ამორალური ქმედების აღიარებით. ამას დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს.ეს არის ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა და ამას დემოკრატიული ქვეყნები არავის აპატიებენ.ძველი მთავრობის წევრების და მომხრეების დაჭერა უსაფუძვლო და ხშირად შტერული მიზეზით არც ესაა დემოკრატია ეს თქვენ მოგწონთ თუ არა. ასეთი გზით ილახება საქართველოს სახელი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის აზრით შუქურად იყო აღიარებული სხვა პოსტსაბჭოთა და არა მარტო ქვეყნებისთვის. თუ ოცნება ამას ვერა ხვდება საქართველოს მეგობარი პარტნიორები უხსნიან მას რა არის დემოკრატია და რას ნიშნავს ქვეყნის სახელის შელახვა რომელსაც მომავალი თაობები არავის აპატიებენ.

    ბადრი წიქორაძე 25.11.2012 22:34
    ბატონო ლუკა! გამოცდებს ნუ მიწყობთ ზედმეტი შეკითხვებით რაც თემას არ შეეხება. თემაზე კი გეტყვით: თუ უმცირესობის ერთი, რამდენიმე ან ბევრი წევრი დასაჭერია, რასაც სასამართლო წყვეტს, არავის არ უნდა ჰქონდეთ ხელშეუხებლობა, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

    ლუკა 21.11.2012 22:58
    ბ-ნო ბადრი, ბიძინა ამჟამად როგორც ერთიანი საქართველოს პრემიერ მინისტრი ვალდებულია ითვალისწინებდეს არა მარტო უმრავლესობის არამედ უმცირესობის აზრსაც.თქვენ ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ და ახსენით წინა თქვენი ბლოგის კომენტარში ქვეყნის თავისუფლების ხარისხის მცნება და კვლავ თხოულობთ ივანიშვილისგან იმის გაკეთებას რაც მომავალში მისი პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. მე შევეცდები ავხსნა ჩემი აზრი, მაგრამ მანამდე მაინტერესებს თქვენი აზრი წინა დღეებში ერთ ერთ კომენტარში ვინმე სანდროს მიერ დასმულ სავსებით კანონიერ კითხვაზე "იყო თუ არა დანაშაული იმ ავადსახსენებელი ვიდეოს თვეების განმავლობაში წინასაარჩევნოდ გადამალვა და ცოდონი არ იყვნენ ამ პერიოდში პატიმრები? და თუ ეს ასეა ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი?"

    ზურაბა 21.11.2012 17:52
    ორი უზუსტობაა ფრაზაში-"არჩევნებში ქართველმა ერმა გაიმარჯვა და არა ბიძინამ"-ჯერ ერთი,ზუსტად ბიძინამ გაიმარჯვა,მერე მეორე, უფრო სწორი იქნებოდა რომ გეთქვათ-არჩევნებზე მოსული ქართველი ერის 60-მა პროცენტმა დაამარცხა არჩევნებზე მოსული ქართველი ერის 40 პროცენტი

    ბადრი წიქორაძე 21.11.2012 09:50
    ბატონო ადმინო! ”ჩასწორება” არ მუშაობს, გთხოვთ გაასწოროთ და შემდეგ ეს კომენტარი წაშალოთ.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved