Warning: strpos(): Offset not contained in string in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_post_full.php on line 99
    სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარს
    01.01.1970
    დატოვე კომენტარიკომენტარები (25)
    ჩაწერა სახელი
    ბადრი წიქორაძე 18.12.2012 09:16
    ჯუღელი! რა პრიმიტიული კომენტარი დაწერე თვითონ ვერ ხვდები? ”რადისტ კატიას” მეშვეობით უგზავნიან ”შიფროვკებს”. იყავი თავაზიანი.

    ჯუღელი 18.12.2012 04:46
    საია და 42-ე მაინტერესებს როგორ არიან მართულნი, მათ რა წერილებს უგზავნიან და უხსნიან რა უნდა გააკეთონ? სისულელის გამეორება სიშტერის მაჩვენებელია.

    ბადრი წიქორაძე 17.12.2012 17:00
    ბატონო shoda! ახლა ვნახე მხოლოდ თქვენი კომენტარი, ამიტომ ბოდიშს გიხდით, რომ არ შეგეხმიანეთ. უნდა გითხრათ, რომ არ ვარ თქვენს საკითხში კომპეტენტური თუ ასეთი მკითხველი გამოჩნდება თქვენს მაგივრად მოხარული ვიქნები.

    ბადრი წიქორაძე 16.12.2012 10:12
    პრაქტიკულად, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” დასავლეთიდანაა მართული. (ნანა კაკაბაძე) http://for.ge/view.php?for_id=19621

    ტიტე 15.12.2012 05:59
    ბ-ნო სპირიდონ თქვენს ამ აზრთან დაკავშირებით :"ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სტუმარს, მაგრამ თუკი იგი შეურაცყოფს და წაგვიბილწავს ოჯახურ სიწმინდეებს, ამას მშვიდად ვერ შევხვდებით, გავიყვანთ ოჯახიდან და უკან აღარ შემოვუშვებთ", გამიჩნდა კითხვა, როგორ მიგაჩნიათ შეიცვალა თუ არა ქვეყანაში ზნეობის და მორალის კრიტერიუმები გასული ერთი საუკუნის მანძილზე და თუ შეიცვალა რამ განაპირობა ეს პროცესი?

    სპირიდონი 14.12.2012 22:35
    მეც გეთანხმებით, ბატონო ტიტე, დევნა და ჩაგვრა არც არავის მიუჩნევია ეთიკურ ქმედებად... ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სტუმარს, მაგრამ თუკი იგი შეურაცყოფს და წაგვიბილწავს ოჯახურ სიწმინდეებს, ამას მშვიდად ვერ შევხვდებით, გავიყვანთ ოჯახიდან და უკან აღარ შემოვუშვებთ. იმედია, ამას ჩაგვრად და დევნად არ ჩაგვითვლით, უბრალოთ, მან ვერ დაიმსახურა ჩვენს ოჯახში ყოფნა, ჩაიდინა დანაშაული და მიიღო ადეკვატური სასჯელი. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, ოჯახი დაგვეღუპებოდა. ყველა იცავს თავის ოჯახს და ჩვენც უნდა დავიცვათ. რაც შეეხება პინგვინებს, ცხოველები, საერთოდ, უზნეოდ და ამორალურად იქცევიან... არც გაემტყუნებათ, ისიც კი არ იციან, რომელი დადაა და რომელი შვილი, ამიტომ ადამიანებს მათი აყოლა (განსაკუთრებით პინგვინების) არ გამოადგება. ის კი არა, თვითონ ადამიანებსაც, სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს სხვადასხვა ტრადიცია აქვთ, ნაწილს ბიძაშვილი ნათესავად არც მიაჩნიათ და ცოლქმრობასაც არ თაკილობენ, ასე, რომ ყველაფერში სხვისი მიბაძვა არ გამოგვივა (იმედი მაქვს, ამაში უკვე 100%–ით დამეთანხმებით)...

    shoda 14.12.2012 12:51
    გაცნობებთ,რომ ვარ ეროვნული ფორუმის წევრი აქტიურ მონაწილეობას ვღებულობდი 2007 წ. 7 ნოემბრის,2009 წ.აპრილ-მაისისა და 2011 წ. 26 მაისის აქციებში რომლის დროსაც შემთხვევით გადაურჩი დაპატიმრებას.ამის გამო გამომიშვეს საქართველოს კონტროლის პალატიდან.მე და რამოდენიმე თანამშრომელმა მივმართეთ ადამიანის უფლებების სტრასბურგის სასამართლოს სადაც ჩვენი საკითხი განხილვის პროცესშია.გარკვეული პერიოდი ვიყავი უმუშევარი, დროებით მიმიღეს საგადასახადოში ხელშეკრულებით,ხოლო შემდგომ სსკ 332 მუხლის პირველი ნაწილით[ერთერთ ობიექტზე ჩასმული ფინანსური პოლიციის აგენტის ე.წ. ნასედკის მეშვეობით]შეთითხნილი ბრალდებით დამაპატიმრეს. მისჯილი მქონდა 1წელი და 3 თვე ციხე და 2წელი და 3 თვე პირობითი სასჯელი.ამავე დროს 3 წლით ამეკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა. ამა წლის 7ნოემბერს გავთავისუფლდი პატიმრობიდან. აჟამად პრობაციონერი ვარ და კვირაში ერთხელ ვალდებული ვარ მივიდე რუსთავის პრობაციის ბიუროში რეგისტრაციისათვის.როგორც გავიგე, ამნისტიის კანონში არ არის გათვალისწინებული 332-ე მუხლის ამნისტირება,რაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის[მეუღლე და სასკოლო ასაკის ქალ-ვაჟი აფღაზეთიდან ლტოლვილია.მეუღლე ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო,დედამისი კი ქართული ოცნების კოორდინატორი რის გამოც გამოუშვეს სკოლიდან .ამჟამად უმუშევარია] სიკვდილის ტოლფასია,რადგანაც 3 წლით აკრძალული მაქვს საჯარო სამსახურში მუშააობა,ხოლო კერძო სამსახურში მიღებისას ნასამართლეობის ცნობას ითხოვენ და უარს მეუბნებიან,პრობაციონერობის გამო ვერც საზღვარგარეთ ვერ წავალ[უსახსრობის გამო]. ფაქტიურად სიკვდილ მისჯილი ვარ.. რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ნაციონალური მოძრაობის ყაჩაღი თანამდებობის პირების გამო ჩემი და ჩემსავეთ გაჭირვებული ადამიანებისათვის ,რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას ვებრძოდით ,ამნისტიის კანონიდან 332 მუხლის 1 ნაწილის ამოღება.გთხოვთ დამეხმაროთ და დასვათ საკითხი ამნისტიის კანონში 332-ე მუხლის დაბრუნების საკითხში. გთხოვთ მიპასუხოთ შემეხება თუ არა ა ამნისტია, მომეხსნება თუ არა პირობითი სასჯელი და უფლება მომეცემა თუ არა

    ტიტე 14.12.2012 00:09
    ბატონო სპირიდონ 95% გეთანხმებით, მაგრამ უმრავლესობის მიერ უმცირესობის დევნა და ჩაგვრა, მიუხედავად მათი არაეთიკური საქციელისა სწორად არ მიმაჩნია. ძლიერის სიძლიერე მის ტოლერანტობასა და მოთმენაშია. ცნობისათვის მეცნიერებმა პინგვინებში აღმოაჩინეს ჰომოსექსუალიზმი, რასაც ვვარაუდობ მათ გარყვნილობას ვერ დაუკავშირებთ. საუბედუროდ ეს ბუნების ანომალიაა.

    ბადრი წიქორაძე 12.12.2012 20:28
    შეგინება და უზრდელობა არაა აქ საჭირო, ბატონო ტი-ტე. შეიგინებით დაიბლოკებით.

    სპირიდონი 12.12.2012 17:47
    ბატონო ტიტე, თუკი ჰომოსექსუალიზმი მხოლოდ ფიზიკური დაავადებაა და სხვა არაფერი (რაშიც თქვენ დაგარწმუნათ მეცნიერულმა მტკიცებულებებმა), ამის შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა და შეურაცყოფასაც ვერავინ მიაყენებდა. თავადაც მოგეხსენებათ, ასეთი აქტების გასაჯაროება არ ხდება, – არც ნორმალურის და არც არანორმალურის. პრობლემა სწორედ მაშინ შეიქმნა, როცა ევროპელთა წაქეზებით თავიანთი გაუკუღმერთებული ორიენტაცია გაასაჯაროვეს და თანაც ჩვენი საქციელი მოიწონეთო, მოგვთხოვეს. სექსუალური ცხოვრების გასაჯაროება ქალისგან არის მიუღებელი და, ბოდიშიმომითხოვია, კაცი რომ ტ@@კს მიცემს, ამის მოწონება შეიძლება? თუ მოგწონთ, შეუერთდით და რაც გინდათ, ის გიქნიათ, სხვის შვილზე რა ხელი მაქვს, მაგრამ თუკი თქვენც არ მოგწონთ, ჩვენზე კი ნუ ბრაზობთ – ჩვენ კაცურად გვიცხოვრია და სხვანაირად არც ვაპირებთ, – ის გააცნობიერეთ, ვინ ამკვიდრებს ამ არაკაცობას საქართველოში.

    ტი-ტე 12.12.2012 11:11
    მე ვარ ტი-ტე და არ აგერიოთ ვინმე ტიტეში! ძალიან მეწყინება და შეგაგინებთ!

    ტიტე 12.12.2012 09:25
    ბატონო სპირიდონ,თქვენს მიერ ნახსენებ ევროპულ "უღელს" კატეგორიულად არ ვეთანხმები. მაგალითად ტრადიციულად ჩვენში ჰომოსექსუალიზმი ითვლება გარყვნილობად (არ იფიქროთ რომ მე ან ვამართლებდე ან ნორმალურად მიმაჩნდეს ეს), მაგრამ მეცნიერულად დამტკიცებულია რომ აბსოლუტურ უმრავლესობას ვისაც ამის მიდრეკილება აქვს ეს არა აქვს შეძენილი. მათ ეს დაბადებიდან თანდაყოლილი განუკურნებელი სენი აქვთ. არის თეორია დედის რა დაავადებები ორსულობის დროს წარმოშობს ასეთ ანომალიას. ამიტომ დასავლეთში მათ უყურებენ როგორც განუკურნებელ ინვალიდებს და მხოლდ ამითაა გამოწვეული ასეთი მიდგომა, რომელიც ჩვენში ასე კატეგორიულ უარყოფით რეაქციას იწვევს. რაც შეეხება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს აქაც შესაძლებელია ბევრი რამის ახსნა დასავლეთისთვის და მათგან მხარდაჭერის მიღება. კომენტარის მოცულობა საშუალებას არ იძლევა ამაზე უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ.

    ტიტე 12.12.2012 09:04
    ბადრი, ასე ძალიან რატომ ნერვიულობ ფრთხილად იყავი კონვულსიები არ დაგეწყოს. მე მიმაჩნია რომ რეზონანსის ბლოგერი "ორღობის მენტალიტეტიტ" ეს ნონსენსია, თუმცა ადამიანს თუ წარმოდგენა არა აქვს რეალურად ლიბერალურ ღირებულებებზე, მათ შესახებ რაღაც სმენია და უცხოეთი მხოლოდ კინო ან ტელეეკრანიდან აქვს ნანახი, აღარაფერი რომ არ ვთქვათ იქ ცხოვრების გამოცდილებაზე, აბა ასეთ ადამიანს რა მოეთხოვება. ამიტომ ძალიან მიკვირს ასეთი რა გაუჭირდა რედაქციას... ისე ნორმალურ გაზეთს მოეთხოვება კომენტარის მსურველ პირს მოსთხოვოს რეგისტრაციის გავლა და გარდა ამისა აჩვენოს რამდენი მკითხველი გაეცნო ტექსტს, რაც ავტორის რეიტინგის მაჩვენებელია. ვვარაუდობ სულ რამდენიმე მკითხველი თუ კარგავს დროს ამ ბლოგის კითხვაზე ჩემი ჩათვლით. დასანანია რომ რეალურად ანალიტიკური აზროვნების ჟურნალისტები ცალი ხელის თითებზეა ჩამოსათვლელი საქართველოში და "უძაღლო ქვეყანაში კატებიც.....". საუკეთესო სურვილებით, ტიტე.

    ბადრი წიქორაძე 11.12.2012 06:54
    ტიტე ხარ თუ ვიღაცა ანონიმისტი, შენ რას ფიქრობ: სხვადასხვა სახელებს თუ დაწერ კომენტარზე ამით მე, როგორც ამ გვერდის ადმინს არ შემიძლია გავარკვიო ერთი ადამიანი წერს თუ არა? IP გაგიგონია რა არის? ხო და ყველა ამ გამოგონებულ სახელებზე ერთი IP რომ არის ვერ ხვდები? თუ სხვადასხვა სახელით დაწერ იმისათვის, რომ ვითომ მხარდამჭერთა ”არმია” გყავს, დაგბლოკავ. შეგიძლია გააგრძელო შენი დემაგოგია, მაგრამ ერთი სახელით.

    სპირიდონი 10.12.2012 23:52
    ბატონო ტიტე, მე ვგრძნობ პროგრესს თქვენს კომენტარებში: ჩვენ ერთმანეთს უკვე ისე მივმართავთ, როგორც უნდა მივმართავდეთ. ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება ჩემი იდეოლოგიის გაშიშვლებას, ის არასოდეს ყოფილა დაფარული, ის არც ევროპულია და, მით უმეტეს, არც რუსული. ის არის ქართული. ჩვენ რუსეთის უღელი იმისთვის კი არ გადავიგდეთ, რომ ახალ უღელი, თუნდაც ევროპული დაგვეგდა კისერზე, რომელიც არანაკლებ საზიზღარია (უღელი), თუ მეტად არა: რუსეთი ჰომოსექსუალიზმს და დეგრადაციის მსგავს ფორმებს მაინც არ გვახვევდა თავზე, რასაც ასე უაპელაციოდ აკეთებს "ცივილიზებული" ევროპა, ამიტომ ჩვენ პირველ რიგში საქართველოს ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ და ვითანამშრომლოდ ყველა დანარჩენთან. ასეთია ჩემი იდეოლოგია და მადლობა ღმერთს, ხელისუფლების თუ "ცივილიზებული" ევროპის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად არჩევნებით სწორედ ამ იდეოლოგიას დაუჭირა მხარი ქართულმა საზოგადოებამ, ეროვნული ტრადიციების, ოჯახის, სამშობლოს ერთგული ადამიანი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე უცხოეთში განსწავლული და უცხოურად მოლაპარაკე. რაც მალე გააცნობიერებთ ამას და თქვენს შესაძლებლობებს ჩააყენებთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში, მით უკეთესი იქნება თქვენთვის, ორმაგად უკეთესი კი ჩვენი საერთო სამშობლოსთვის.

    ტიტე 10.12.2012 22:55
    ბადრი, რაღაც ძალიან ნერვიულობ და მაბრალებ ვერ გავიგე რას, ან რომელი ჩემი დროა წასული ესეც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. აი ამ ბლოგში რაც წერია ესაა განუვითარებელი საბჭოთა სკოლის მოსწავლის "ნაფიქრალ-ნამოქმედარის" ბრწყინვალე ნიმუში, როდესაც მოზღვავებული ემოცია ადამიანს ათქმევინებს სისულელეს და "ურემი რომ გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდება". მე არც იასე ვარ და არც ლუკა, მით უფრო ივანიშვილი. ბატონო სპირიდონ თქვენ აშკარად ამჯობინეთ არ გეპასუხად დასმულ კითხვებზე, რადგან პასუხი გააშიშვლებდა თქვენს იდეოლოგიას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 70% მხარს არ უჭერს. ამიტომ ახლო მომავალი გვიჩვენებს რა უნდა ხალხს კვლავ რუსეთის ჩექმა თუ ევროპისკენ მისწრაფება.

    სპირიდონი 10.12.2012 21:35
    ბატონო ტიტე, ყველა თქვენს ბრალდებას არ ჩავუღრმავდები, უმრავლესობა არასრწორი წაკითხვის შედეგია:საიასთვის მე ბრალდება არ წამიყენებია არც 21–ე ს–ში და არც დანარჩენში. რაც შეეხება იმას, რომელმა უცხოელმა დასვა სააკაშვილი, ამის დასანახად და გასაანალიზებლად ჩვენ გვქონდა მისი 8 წლიანი მოღვაწეობა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, ამიტომ ეს ვინც იცის... მერე როგორც წინა ტექსტშია...

    ბადრი წიქორაძე 10.12.2012 11:11
    ტიტე! ხან იასე რომ ხარ, ხან ივანიშვილი, ხან ლუკა აღარ მოგეწყინა? დემაგოგი ნაცისტი ხარ რაც არ უნდა დაირქვა და დაგვანებე თავი. გაიგე, შენი დრო გავიდა, გავიდა.

    ტიტე 09.12.2012 23:27
    სპირიდონ თქვენი განმარტება ოდნავ ნაფტალინის გემოს გიტოვებს, რადგან ჩვენ უკვე 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და საია არაა ის "არაეროვნული" არასამთავრობო ორგანიზაცია ვისაც ასეთი ბრალდებები ეკუთვნის. რაც შეეხება თქვენს პასაჟს "უცხოეთმა დაკარგა შანსი საქართველო ემართა თავისი დასმული სააკაშვილის მეშვეობით და ეხლა ყველანაირად ცდილობს მართვის სადავეების დაბრუნებას. არ კმაყოფილდება მარტო "დაყავი და იბატონეს" პრინციპით და მითითებებსაც კი გვაძლევს, ვინ დავიჭიროთ და ვინ – არა." იქნებ გაგვიმარტოდ ვინ, რომელმა უცხოეთმა დასვა სააკაშვილი და საით მიისწრაფვის ამჟამად ივანიშვილი. თუ ჩვენ კვლავ ევროპა - დასავლეთისკენ გვაქვს გეზი მაშინ გაუგებარია რაზეა ლაპარაკი. თუ კი რეალურად ჩვენ კვლავ ჩვენს უკანასკნელ 200 წლიან პატრონს "ერთმორწმუნე" რუსეთს უბრუნდებით მოდით ამაზე მიკიბულ-მოკიბულის ნაცვლად ღიად ვაღიაროთ და თუ ეს ასეა ეწინააღმდეგება თუ არა ივანიშვილის პოლიტიკას?

    სპირიდონი 09.12.2012 11:04
    არის საკითხები, თუნდაც სამშობლოს სიყვარული, სტუმრისადმი პატივისცემა, წინაპრების ტრადიციისადმი ერთგულება, რაც მანამდე უნდა გაიგოს კაცმა, ვიდრე წერა–კითხვას დაიწყებს. ასეთ საკითხებზე მსჯელობა კედელზე ცერცვის შეყრას ჰგავს: ვინც იცის, ისედაც იცის და ვინც აქამდე ვერ გაიგო, აწი რაღას გაიგებს... უქმად ჯდომას უქმად შრომა სჯობიაო, უთქვამს ჩვენს წინაპარს და მეც კიდევ ერთხელ გავიმეორებ ანბანურ ჭეშმარიტებას: სტუმარი, რა თქმა უნდა, ისე უნდა მოიქცეს, როგორც საკუთარ სახლში, მაგრამ ნურც იმას დაივიწყებს, რომ სტუმარია მხოლოდ და პატივისცემით მოეპყრას მასპინძლის ოჯახის ინტერესებს. საქართველოს მოქალაქეებს კუთხური, ეროვნული თუ რელიგიური წარმომავლობის გამო არასდროს გვქონია ერთმანეთთან პრობლემები, პრობლემები ჩნდება მაშინ, როცა, ასე ვთქვათ, წყალს ამღვრევს სხვა ქვეყნიდან დაფინანსებული და მათი ინტერესების გამტარებელი "პროვოკატორები" (ვიღაცას ძალიან ნაყვარება ეს სიტყვა). უკანასკნელი ფაქტი: წინწყაროში ადგილობრივი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა მუსლიმებმა (რომელთაც დიდ პატივს ვცემ, ვგმობ მუჰამედის შეურაცყოფას, რასაც სისტემატიურად ახორციელებს დასავლეთი)გამართეს ლოცვა და მოითხოვეს მეჩეთის აშენება, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმები არ დასწრებიან. სწორედ ეს არის ნიმუში სიამტკბილობაში მყოფი მეზობლების სამკვდრო–სასიცოცხლოდ გადაკიდებისა. რაში უნდა სჭირდებოდეს უცხოეთს საქართველოს მოქალაქეების ერთმანეთზე გადაკიდება? უცხოეთმა დაკარგა შანსი საქართველო ემართა თავისი დასმული სააკაშვილის მეშვეობით და ეხლა ყველანაირად ცდილობს მართვის სადავეების დაბრუნებას. არ კმაყოფილდება მარტო "დაყავი და იბატონეს" პრინციპით და მითითებებსაც კი გვაძლევს, ვინ დავიჭიროთ და ვინ – არა. მეც გავიმეორებ ბადრის მიერ მოხმობილ ჩვენი დიდი წინაპრის დიდებულ სიტყვებს: "ეჰა, მეომარნო ქარისტესანო, თუ ქრისტეს რჯულის დასაცავად ერთმანეთის მხარდამხარ მედგრად ვიბრძოლებთ, არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევრებს, თვით ეშმაკთაც იოლად დავამარცხებთ"

    ტიტე 09.12.2012 00:26
    ვერ გავიგე ბ.ივანიშვილია "ანონიმისტი" თუ წიქორაძეა პროვოკატორი? თქვენ როგორ გგონიათ სპირიდონ, რადგან იზიარებთ წიქორაძის "გულისტკივილს" რომელიც პრემიერის აზრთან სრულ შეუსაბამობაშია?

    სპირიდონი 08.12.2012 21:47
    სრულად ვიზიარებ, ბატონო ბადრი, თქვენს გულისტკივილს და თუ ვინმემ არ იცოდა ან დაავიწყდა, შევახსენებ, რომ ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ საქართველო ჰქვია და მოქალაქეებს – საქართველოს მოქალაქეები. პატივს ვცემთ ყველას – ვისაც ჩვენი ქვეყანა საკუთარ სამშობლოდ მიუჩნევია და არავისთან არაფერი გვაქვს სადაო და გასაყოფი. სამშობლოს სიყვარულში ჩვენ ფულს არ ვიღებთ, ფულს იღებენ ისინი, ვინც სამშობლოს ჰყიდიან, უფრო სწორედ, გაყიდვას ცდილობენ. საბედნიეროდ, კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა თეთრი და შავი, კიდევ ერთხელ სძლია ბოროტს კეთილმა და ასე იქნება უკუნითი უკუნისამდე!

    ბადრი წიქორაძე 08.12.2012 20:54
    საკუთარი თავი დააფასეთ ანონიმისტებო. ძალიან მდარე და საკითხისაგან შორს მდგარი კომენტარებია.

    ტიტე 08.12.2012 10:39
    გაუგებარია წინა კომენტარის ბოლო წინადადება, წიქარიძეს ფულს უხდიან თუ ის უფასოდ პროვოკატორობს?

    ბ. ივანიშვილი 08.12.2012 03:18
    რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება ყველა ამ ქვეყნის მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა და ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს ვინმესთვის ამ უფლების შეზღუდვას. მინდა მოვუწოდო ჩვენს როგორც მართლმადიდებელ, ისე მუსლიმან მოქალაქეებს, თავი შეიკავონ და პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის ტრადიციას, რომლისთვისაც სრულიად უცხოა ასეთი დაპირისპირება. როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიღებ პასუხისმგებლობას და გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელ კონფესიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდნენ ისინი, მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტია ექნებათ.ბადრი წიქორაძეს კი მოუწოდებ თავი შეიკავოს პროვოკაციული საქმიანობისგან, მას ამისთვის ფულს არ უხდიან.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved