სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    07.03.2019

    მომავალ კვირას დუბლინში დაგეგმილი საეტაპო შეხვედრის წინ, მსოფლიო რაგბმა დაანონსებული მსოფლიო ლიგის კონცეპცია გამოაქვეყნა, სადაც ისტორული ცვლილებებია შეტანილი: თუკი ის მართლაც დამტკიცდა, საქართველოს რეალურად ეძლევა შანსი 6 ერის უარესი გუნდის ადგილი დაიკავოს.

    ახალი სქემის მიხედვით, მსოფლიო ლიგა სამ დონედ დაიყოფა, საიდანაც ჩვენთვის საინტერესო 12-12 გუნდისგან შემდგარი პირველი ორია. ელიტარულ დონეზე ევროპულ ზონაში პირდაპირ ჩაჯდება 6 ერი, დანარჩენი მსოფლიოს ექვსეულში კი რაგბი ჩემპიონშიპის ოთხეულს (ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა) არაევროპელთაგან 2 საუკეთესო რეიტინგის მქონე (დღესდღეობით, ფიჯი და იაპონია) ნაკრებები დაემატებიან.

    მომდევნო თორმეტეულში, ევროპელებს სათავეში საქართველო უდგას, რომელსაც რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, პორტუგალია და ბელგია მოჰყვებიან, დანარჩენი მსოფლიოს II დივიზიონში კი ტონგა, აშშ, სამოა, ურუგვაი, ჰონგ კონგი და ნამიბია ფიგურირებენ. ორივე დონეზე გუნდები წრიული სისტემით ითამაშებენ, ამდენად, წლის განმავლობაში 11-11 მატჩის ჩატარება მოუწევთ.

    ახლა, მთავარზეც: მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებული გეგმით, დივიზიონებს შორის დაქვეითება-აღზევების სისტემა იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ადგილი დაკავების შემთხვევაში, საქართველო პლეი-ოფში I დივიზიონში ევროპელთაგან უარესს (ვთქვათ, იტალიას) გაეჯიბრება და მისი ადგილის დაკავების ეცდება.

    (მსოფლიო რაგბი)

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved