სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    10.03.2019

    რეკლამა

    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    დოჩი 12.03.2019 20:41
    ყველა პროფესორები გახდით ნაცებიც და ქოცებიც... მე ერთს ვიტყვი რომ ქედს ვუხრი ამ სტუდენტ გოგონას რომელმაც გაბედა და პირში მიახალა სიმართლე ბოსტნეულის პრეზიდენტს. მთელი მსოფლიოში მოჭრილი აქვს თავი და სამასხარაო საგნად არის ცნობილი და ნუთუ არ სცხვენია მსოფლიო შეხვედრებზე წაბრძანება??? ასეთი სამარცხვინო არჩევნებით არცერთი ქვეყნის პრეზიდენტი არ არჩეულა.

    მედეა 11.03.2019 17:40
    მადლობა ლინდა, "უაზროს"გარდა სხვანაირი სლენგი რომ არ გამოიყენე, გაიხარე, ჩემო "ტკბილო" შეეგუე ჩემნაირების აზრის წაკითხვა-გააზრება- დათანხმებას. ასე ჯობია, კარგო! არ ვწერ მე უაზროდ. 2007 წლიდან დაწყებული, როცა ქართულ სოფლებზე ნაწყვეტ-ნაწყვეტ შეტევა დაიწყო ოსებისა და რუსების შენაერთებმა--სააკაშვილ-ვაშაძეს გაეროში საკითხი მტკიცედ უნდა დაეყენებინათ ცისფერჩაფხუტიანების გასაწვევად, რადგან ისინი ვერ და არ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას, უნდა მსოფლიოსთვის მოეფინათ დაცხრილული სახლების ფოტოსურათები, ხმის ჩახლეჩვამდე უნდა ეყვირათ -ნახეთ, როგორ იქცევიან, რას ჩადიან მშვიდობისმყოფელებიო. ყველა ურჩევდა "ომში არ ჩაებაო"--ჯიუტი ბეკეკასავით არ დაიჯერა, ტყეში გაგვიყვანა,სადაც ჩასაფრებული რუსის 58-ე არმია იდგა.რას იმართლებს ახლა თავს--იმან დაგვბომბაო. პატარა ბავშვმაც კი იცის, როცა დედა დასარტყმელად ხელს აღმართავს---იკივლოს, ყვირილის ატეხვით გაიქცეს და თავი გადაირჩინოს გალახვისაგან, გრიგოლ ვაშაძეს ბავშვობაში არ მოსვლია ასეთი რამ? რას ჩაუვარდა ხახაში პირდაფჩენილ მ ტ ე რ ს?. ლინდა, სად ვწერ თქვენგან უაზროდ შეფასებულ სენტენციას? ტყვიის გასროლა 2008 წელს და არც მერე-- ჩვენგან არ შეიძლებოდა, სანამ ცისფერჩაფხუტიანების შემადგენლობას სხვა ჯარით არ ჩავანაცვლებდით, ეს მე--დილეტანტმა ვიცი და ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და საგარეო საქმეთა მინისტრს ეს არ უნდა გაეთვალა? 150 იავარქმნილი სოფელი, დახოცილი და დაჭრილი ადამიანები დ ა ს ა ვ ი წ ყ ე ბ ე ლ ი ა? შეიძლება ამის პატიება? ისტორია - დაივიწყებს? რად უნდა ამას ჩემი ლანძღვა, ამით სიმართლეს ხომ ვერ გადაფარავთ?

    ლინდა 10.03.2019 17:02
    ეს უაზრო დედაკაცი მედეას სახელით ავადმყოფური აზრების გამომქვეყნებელი ქალი, ერთი უაზრო არსებაა, ვინაიდნ ვერ ათვითცნობიერებს რა ხდება ამ ქვეყანაზე. სამწუხაროდ, დღეს ტვინდახშული არსებები მომრავლდა, რაც ერთის მხრივ ტროლების გააქტიურებით და მეორეს მხრივ ორკაპიკზე გაყიდული ადამიანების მომრავლებითაა გამოწვეული. ყოჩაღ ქართველო გოგონავ, შენ და შენი თაობა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას ამ გახრწნილი ადამიანებისაგან!

    ბათუ 10.03.2019 14:32
    თქვენ გაიხარეთ ქ-ნო მედეა ამ სრული კომენტარისათვის.კარგია სხვებიც გაეცნოს თქვენს კომენტარს

    მედეა 10.03.2019 13:06
    ქალიშვილო, არამგონია რუსეთს ბომბები ისე ჩამოეყარა, რომ საბაბი არ მიეცა შენს სააკაშვილს, ბოკერიას, ოქრუაშვილს თარგამაძეს --ისინი "ლილიპუტინისა და ფეკალიების ძახებით, ჩვენი სამხედრო პოტენციალის გადაჭარბებული წარმოჩენითა და სხვა ბ რ ი ყ ვ უ ლ ი ქცევებით, მათ შორის მშვიდობისმყოფელთა არ გაწვევით, მათი იქ დგომის დროს ცხინვალის დაბომბვით--"მოდით, თუ ბიჭები ხართ, ახლა განახებთ სეირსო"--თითქოს ასე ეპასუხებოდნენ მგელს, რომელსაც ჩვენი შეჭმა უნდოდა და მიზეზს ეძებდა. ტყუილა მიგაჩნიათ თავი საქმეში ჩახედულად--წაიკითხეთ ტალიავინის კომისიის დასკვნა. პატრიოტობა არ არის ომში ქვეყნის ჩაბმა, წაგება და მერე თავის მართლება--იგია დამნაშავე, ბომბები დამაყარაო. ახლა რომ ხმის ჩახლეჩამდე იყვირეს-სალომეს არჩევნები გაყალბდაო--მაშინ ვერ ატეხეს კივილ-წივილი გვიშველეთ რუსეთუი გვბომბავსო? ერთი საპასუხო ტყვია არ უნდა გასროლილიყო, მხოლოდ ყვირილის ატეხვა გადაავადებდა რუსეთის შემოჭრას და ასეთი სავალალო შედეგი არ დადგებოდა. მათ ეგონათ კულახმეტოვმა სიყტყვა მოგვცა-"მიდით დაბომბეთ, ჩვენ არ ჩავერევითო" და აბა, დავცხოთო! პატრიოტმა მთავარსარდალმა უნდა გათვალოს მის საუბარს და ქმედებებს როგორ უპასუხებს კრიჭაში ჩამდგარი მ ტ ე რ ი. რუსეთი ოკუპანტია, იმიტომ რომ სამხედრო ძალა უდგას ჩვენს ტერიტორიაზე, ხოლო ომის დაწყების პროვოკაციაზე წამოგება შენი სააკაშვილის და მათი გარემოცვის ბრალია. სალომე ზურაბიშვილი თქვენი გასაკრიტიკებელი არ არის. წაიღეთ უკან თქვენი სიტყვები, ნუ ხართ ნაცების აგიტაციაზე აწყობილი. არც ბიძინა ივანიშვილს დაუნიშნავს იგი მე და მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა აირჩია. ხახვი და კარტოფილი ნეტავ ბევრი დაარიგონ ეს პროპორციებს არ შეცვლის, ტყუილა დაიხვიეთ ხელზე ეს თეზა, ყველა გამოკითხვაში ნაცებს 15 %-ზე მეტი არ უჭერს მხარს.რად უნდა ხახვი და ლარების დარიგება ამ შეფარდებას?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved