სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    13.05.2018

     თბილისში, ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ერთი ნაწილი ღამის კლუბებში ჩატარებულ რეიდს ამართლებს და დაგვიანებულადაც მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ასეთი ფორმა დაუშვებელია.

    ფაქტია, რომ ახალგაზრდების გარდაცვალების ყველა გახმაურებული შემთხვევა ღამის კლუბში ვიზიტის შემდეგ მოხდა. თბილისური სპეცოპერაციის მსგავსი რეიდები უცხო  არც ევროპისთვისაა.

    ლონდონში, 20 წლის ლეა ბეთსის სიკვდილის შემდეგ, რაც  რაქელის ღამის კლუბში ექსტაზის მოხმარებამ გამოიწვია, ღამის კლუბებში მასობრივი რეიდები განხორციელდა. მათ შორის იყვნენ ყველაზე ცნობილი და მსხვილი  კლუბები „უტოპია” და „ფაბრიკა” . რეიდები აღნიშნული კლუბების დახურვით დასრულდა.

    მიუხედავად იმისა, რომ კლუბი „ფაბრიკა” თავისი არსებობის 17 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდი გახდა ელექტრონული მუსიკის სფეროში, ამან ხელი არ შეუშალა სასამართლოს, მისთვის ლიცენზია ჩამოერთვა. პროცესზე კლუბის მფლობელი აცხადებდა, რომ 17 წლის მანძილზე, კლუბში მხოლოდ 6 ადამიანი იყო გარდაცვლილი, მაგრამ მისი არგუმენტები არავინ შეისმინა.

    ბრიტანული მედიის ცნობით, 2 წლის წინ  ლონდონის ათეულ კლუბში, კერძოდ კი ესექსისა და სოფოლკის ღამის კლუბის ქსელებში, მიმდინარეობდა ნარკოტიკების მასობრივი რეალიზაცია, ამ კლუბებს აკონტროლებდნენ ორგანიზაბული დანაშაულის ჯგუფები და ნარკოდილერები.

    „მინისთრი ოვ საუნდი”, ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღამის კლუბი ამავე  პრობლემის წინაშე იდგა. აქ სპეციალური დერეფანი იყო გამოყოფილი ნარკო-დილერებისთვის. კლუბის მფლობელმა, მულტიმილიონერმა ჯეიბს პალუმბომ, 2009 წელს განგაში ატეხა და ამ  პრობლემის შესახებ  საჯაროდ განაცხადა. მულტიმილიონერი მის  საკუთრებაში მყოფი „მინისთრი ოვ საუნდში” ნარკოტიკების გასაღების აღმოფხვრის გზებს ეძებდა.

    პოლიციისა და პოლიტიკოსების მოწოდებით, დაიგეგმა და განხორციელდა ღამის კლუბებში კონტროლის გამკაცრების ზომები, მათ შორის გადაცმული პოლიციელების ჩანერგვა და სისტემატიური თვალთვალი.

    წლები დასჭირდა აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავებას,  შედეგად ნარკოტიკის გასაღება მნიშვნელოვნად შემცირდა მაგრამ არ აღმოიფხვრა.

    როგორც ბრიტანული მედია წერს,  კლუბებში ნარკოტიკით ვაჭრობა დღეს ნაკლებად მომგებიანია გაზრდილი რისკის, პოლიციის მიერ თვალთვალისა და ნარკოტიკზე შემცირებული ფასის გამო. ქლაბერებს  ურჩევნიათ კლუბის გარეთ, კლუბში წასვლამდე შეიძინონ ნარკოტიკი. დღეს მრავალ კლუბში, მაგალითად „ვეარჰაუზ პროჯექთში” აეროპორტებში არსებული ფიზიკური დათვალიერების პრაქტიკაა დანერგილი, მათ შორის გაწვრთნილი ძაღლების მიერ შემოწმება. ამგვარ დაწესებულებში ნარკოტიკის შეტანა თითქმის გამორიცხულია.

    ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელის თქმით, ადრე მის დაწესებულებაში არ ხორციელდებოდა საპირფარეშოების თვალთვალი. „თანამშრომლები გაფრთხილებულები ვიყავით ყურადღება მოგვედუნებინა მსგავს ფაქტებზე. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩვენი კლუბიდან ორი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა აუცილებელი, პოლიციამ დაგვიწესა მკაცრი პროცედურა. კლუბის თანამშრომლებს უნდა მოგვეხდინა ნარკოტიკის კონფისკაცია, ამოღებული ნივთიერების სპეციალურ ყუთში ჩაკეტვა,  დილერის პასპორტის ასლის გადაღება და პოლიციაში გადაგზავნა. აღნიშნულ პროცედურას არ ვახორციელებდით, რადგანაც ეს რომ გაგვეკეთებინა ღამეში 6 დილერს დავიჭერდით და ჩვენი კლუბი დაიხურებოდა. ამის ნაცვლად ვიღებდით დილერის პასპორტის ასლს, დილერს კლუბიდან ვაგდებდით, ხოლო შემდეგ კი პასპორტის ასლს ვანადგურებდით. მხოლოდ ერთ დილერს ვუშვებდით ღამის კლუბში, რამაც კლუბში ნარკომოხმარება შეამცირა, მაგრამ არ აღმოფხვრა.”-აცხადებს ღამის კლუბის თანამშრომელი ჟურნალისტთან საუბრისას.

    „კლუბებში, სადაც ნარკოტიკი იყიდება, არსებობს გაუხმაურებელი შეთანხმება კლუბის მფლობელებს, უსაფრთხოებას, დილერებსა და ქლაბერებს შორის იმისთვის, რომ მიუხედავად თვალთვალისა, ნარკოტიკების გასაღება მაინც მოხდეს. ყველა შეთანხმებულად მუშაობს, პერსონალსა და დილერებს შორის მეგობრული ატმოსფეროა. სანამ არ დაგიჭერენ, პატივსაცემი ადამიანი ხარ და ყველაფერი რიგზეა”-ამბობს ბრიტანული ღამის კლუბის ყოფილი დილერი.

    დიდი კლუბების დახურვის და ხშირი რეიდების გამო, ქლაბერებმა მცირე დაწესებულებებსა და იატაკქვეშა სახლებში გადაინაცვლეს, სადაც მათ მთელი ღამის განმავლობაში შეუძლიათ გაერთონ, თუმცა მსგავს ადგილებშიც ხშირია სამართალდამცველების „სტუმრობა”.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved