სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    13.05.2018

     აი რას წერს თაკო ჩარკვიანი მიმდინარე მოვლენებზე ფეისბუქში:

    1989 წლის 7 ან 8 აპრილია, ჩვენთან რეკავს ტელეფონი, ყურმილთან უუუმშვიდესი დედაჩემი ირმა მივიდა და ცოტა ხანში, მე და ჩემი მეგობარი, მაია გოგორიშვილი, დედაჩემის ძალიან ხმამაღალ საუბარზე ოთახში შევედით, ერთი ადამიანის - საშუალო თანამდებობის პირის მეუღლე, რეკავდა აღშფოთებული, რა არის რაა, რატომ დადიხართ ყველანი მიტინგებზე ( მოგეხსენებათ, მაშინ ყველა იქ ვიყავით) იქ ნარკომანები, ლოთები და "ცუდი ყოფაქცევის" ქალები დადიანო😊, რასაც უუუუუუმშვიდესი დედაჩემის " გაგიჟება" მოჰყვა და პროტესტი, როგორ მიბედავ ამის თქმასო.

    ახლა არ მითხრას მავანმა, რომ არ ახსოვთ ასეთი გამონათქვამები, ძალიან კარგად მახსოვს 8 აპრილს დღის 2 საათზე, ჯანსუღის გახმაურებულ პროტესტს ( მოედნის გასუფთავების გამო ინტელიგენციის აქტივის შეკრებაზე,არ ვიტყოდი, მაგრამ ყველამ იცის და გავკადნიერდი ამიტომ ) დიდი ხმაური მოჰყვა მაღალჩინოსნებში და ბევრი იმ აქტივიდან- უმეტესობა, ტაშის გრიალით შეეგება ბოროტ აზრს - მოედნის გასუფთავებას, (მაშინ 2-მა ადამიანმა გააპროტესტა მხოლოდ, ჯანსუღმა და მხატვარმა თემო გოცაძემ)

    დიახ , ასე იყო და არ მახსოვსო, ნუ იტყვის მავანი, რადგან - ახლავე შემიძლია, ყველასთვის გახმაურებული კადრები დავდო, ზოგიერთი მაღალჩინოსნის, რომელიც დევს ინტერნეტ სივრცეში და შეგიძლიათ ნახოთ , რა სიტყვებით ამკობენ იქ მყოფ ახალგაზრდებს და როგორი გაშმაგებით, ითხოვენ ჯარის შემოყვანას.

    ასე რომ 9 აპრილი, რომ და თუ გინდა ახსოვდეს ახალგაზრდას, წლები არ უნდა მოანდომო მის დავიწყებას და ტვინიდან არ უნდა ამოურეცხო ეროვნულობის და სახელმწიფოებრიობის შეგრძნება -  ჩვენს თავს მოვკითხოთ, რადგან ჩვენი, ჩვენი ხელისუფლებების შემოქმედებაა

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved