
თუ მიხეილ სააკაშვილი არ შეიკავებს თავს ისეთი გამოსვლებისგან, სადაც თითქოსდა თავადაა მთავარი და მთელი ოპოზიცია მასზე მუშაობს, თავს არ შეიკავებს დისტანციური მიმთითებლის ფუნქციისგან, პროტესტი არ იქნება განვითარებადი და გახდება მილევადი, ეს, ძალიან კარგად ესმის ოპოზიციას და მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასაც" ძირითადად, მაგრამ ნაკლებად ესმის თავად მიხეილ სააკაშვილს.
კარგი იქნება, მისმა თანაპარტიელებმა აუხსნან, რომ არსებობს ოპოზიციის პროტესტი საზოგადოების მხარდაჭერით, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთი პარტნიორია, ისევე როგორც სხვა დანარჩენი.
სხვა შემთვევაში, თუ "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი უალტერნატივო დომინანტის ან ლიდერის როლის მორგებას შეეცდება, საზოგადოებრივი პროტესტი მილევის რეჟიმში გადავა და შეუძლებელი გახდება უზურპატორი ხელისუფლების მოშორება.