სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    01.06.2018

    აი როგორ აფასებს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას 2011 წლის 26 მაისს მოკლული ნიკა კვინტრაძის მეგობარი  რეზო რეხვიაშვილი:

    „გულმა ვერ მომითმინა და მივედი აქციაზე. მინდოდა ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე მივსულიყავი, მენახა ეს შეუპოვარი კაცი, ეგრძნო რომ მარტო არ არის, ეგრძნო რომ ხალხი არ მივატოვებთ, მაგრამ, მაგრამ..

    აღმოვჩნდი სულ სხვაგან. აღმოვჩნდი იმ პოლიტიკური პარტიის აქციაზე, ვისაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, აღმოვჩნი მკვლელების გვერდზე და ტრიბუნიდან სისტემის დანგრევაზე მიყვებოდა ადამიანი, ვინც საქართველოში ძალადობრივი სისტემის ერთ-ერთი მთავარი სუბიექტია.

    ზვიად კუპრავა, ვინც მე 26 მაისს მარბევდა და ჩემი მეგობარი ნიკა კვინტრაძე მოკლა და სახურავზე შეაგდო-დენმა დაარტყაო. მე მერე რაც გადამხდა, აღარ ვიძახი.

    მასწავლიდა როგორ უნდა დამენგრია სისტემა და როგორ უნდა ამერჩია პროკურორად ნიკა გვარამია. სოლიდარობა ზაზა სარალიძეს, მაგრამ ვერ დავდგები ძმაო მე იქ, სადაც მკვლელები გამოდიან სიტყვით. ყველა შვილი ყველას შვილია, შენი შვილიც ჩემი შვილია და ყველა ის შვილებიც ვინც შენს გვერდით მყოფმა ხალხმა ამოხოცა".

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved