სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    01.06.2018

     ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. განაჩენი მიუღებელი აღმოჩნდა როგორც გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, ასევე საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დამყარებული იყო ძირითადად პროკურატურის მტკიცებულებებზე, მაინც გაჩნდა ინტერესი, თუ ვინ იყო მოსამართლე, რომელმაც ასეთ რეზონანსულ საქმეზე განაჩენი გამოიტანა.

    ეკა არეშიძე 43 წლისაა.

    ჰყავს 24 და 25 წლის ქალიშვილები. მის მეუღლესა და პირად ცხოვრებაზე თითქმის არაფერია ცნობილი. მის ქონებრივ დეკლარაციაში ოჯახის წევრებად მშობლები და ორი შვილია მითითებული. დაიბადა ოზურგეთში, დაამთავრა რუსთავის 22-ე საშუალო სკოლა.

    1996 წელს დაამთავრა ქ. თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტ "იბერიის" სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1997-2005 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობდა ქ. რუსთავის ადვოკატურაში ადვოკატად. შემდგომ იყო "იურიდიული ბიურო – გ. დავითაშვილი" ამხანაგობის წევრი.

    2006 წლის 20 თებერვლის საქართველოს პრეზიდენტის №149 ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, ახალი ვადით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ და დაეკისრა ამავე კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.

    ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, პროკურატურის მუშაკთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს ადვოკატურის საერთო ტესტირება.

    2017 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაშია 135000 დოლარად შეძენილი სახლი თბილისში. სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა 73626,72 ლარი შეადგინა.

    mshoblebi.ge

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved