Warning: strpos(): Offset not contained in string in /home/content/17/8082317/html/resonancedaily/temps/tmp_post_full.php on line 99
    სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარს
    01.01.1970
    დატოვე კომენტარიკომენტარები (24)
    ჩაწერა სახელი
    ალფრედ როზენბერგი 07.06.2013 23:55
    ღრმად პატვცემულო ავტორო, იცით თუ არა, რომ მაგალითად ფრანგთა მამად წოდებული კარლოს დიდი (შარლემანი) არც კელტი იყო და არც მითუმეტეს ფრანგი, მაგრამ არის საფრანგეთის სახელმწიფოს და ერის დამფუძნებელი, კაროლინგების დინასტიის ფუძემდებელი. უილიამ დამპყრობელი ნორმანი იყო (ფაქტობრივად ფრანგი) ინგლისის გაერთიანებული სამეფოს შემქმნელი , ბაგრატიონებიც არ არიან ქართველები ისევე როგორცბურბონები ესპანელები ან ფრანგები (სისხლის სისუფთავის პონტში). და ზოგადად ეროვნება და გენეტიკა ცოტა არ იყოს სხვადასხვა რამეა :))))

    Rassenweib 03.09.2012 14:46
    წიქორაძე, სუფთა ჯიშის ქართველების გამოყვანა თუ გინდა შეგიძლია ექსპერიმენტი შენი გვარიდან დაიწყო. მაგრამ, რა გარანტია გაქვს, რომ წიქორაძე სუფთა ჯიშის ქართველია და ვინმე "გადამთიელი" არ ურევია შიგ. სისხლის სისუფთავისთვის და გენური სიწმინდისთვის შეაჯვარე ერთი წიქორაძე მეორე წიქორაძეს, მიღებული შედეგი ისევ წიქორაძეს მანამ, სანამ წიქორაძის ერთ სუპერ კოპიას არ მიიღებ და ერთ მშვენიერ დღეს მარკესის არ იყოს, ღორისკუდიანი შთამომავალი რომ გაგიჩნდება, ალბად მაშინ მოეგები გონს.მაგრამ, თუ ესეც მოგეწონება, შეგიძლია ღორის კუდი შენი სამარკო ნიშანიც კი გახადო და ხბოს კუდიანისკენ არ გაიხედო...

    ბადრი წიქორაძე 25.04.2012 22:33
    მაქს! თუ არ იცი მე გეტყვი: ეროვნება არ გააჩნია მარტო ცხოველს, მაგრამ ისინიც კი დაყოფილი არიან არა მარტო სახეობებად, არამედ ერთი სახეობის შიგნით სხვადასხვა ჯიშებად, ამიტომ შენი დემაგოგია სხვა დროისთვის და სხვა ადგილისთვის შეინახე. შენ რომ ქართველი არა ხარ, ამიტომაც გინდა საქართველოში ქათველი არავინ იყოს. ვერ მოესწრებით, საქართველო ღვთიშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ღმერთი დაიფარავს შენისთანა უსახელო (შენი "კლიჩკიდან" გამომდინრე ვამბობ), მაგრამ მტრულად განწყობილი პიროვნებებისაგან. ჩვენ უარესიც გადაგვხდენია და მაინც გავიმარჯვეთ, მომავალშიც ასე იქნება. რელიგიას თავი დაანებე, პატრიარქზე უფრო დიდი ავტორიტეტი შენში ვერ შევიცანი, მისი პოზიცია კი მგონი შენთვის ცნობილი უნდა იყოს. შენ სომხებს წაუკითხე ნოტაცია თემაზე: რატომ არიან სომხეთის მოსახლეობის 97% სომხები, რატომ არ არიან ქართველებივით "დემოკრატები"? იცი რა პასუხსაც მიიღებ. ერთი სიტყვით, მორჩი დემაგოგიას და გაიარე.

    Max 20.04.2012 00:52
    ბატონო ბადრი! ეთნოსი ზებიოლოგიური ფენომენია. მრავალკულტურულ სახელმწიფოში მრავალი ეთნოსი ცხოვრობს,ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში ქართული ეთნოსი ცხოვრობდეს,მიუხედავად მისი შემადგენელი ინდივიდების ბიოლოგიური წარსულისა. როდესაც იმპერიები ეწევიან ექსპანსიურ პოლიტიკას და დაპყრობილ ხალხებს თავს ახვევენ მეტროპოლიის ენას და კულტურას ეს ცუდია, ამას შოვინიზმი ჰქვია. როდესაც ქართული ეთნოსი ცდილობს თავის ფარგლებში მოაქციოს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა წარმომავლობის ადამიანები ამ დროს შოვინიზმი არაფერშუაშია, საქართველოს მათი ქვეყნები არ დაუპყრია მათ თვითონ მოინდომეს აქ ცხოვრება. და თუ ჩვენ მათ პასპორტებში ჩავუწერთ, რომ ისინი სხვა ეთნოსის წარმომადგენლები არიან, ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ მათი ეთნოსების ექსპანსიას საქართველოზე. რაც შეეხება რელიგიას, არსებობენ მუსულმანი ქართველებიც, და მათი რელიგიური მოთხოვნილებები სრულიად კანონიერია. მეორეც თურქეთის ტერიტორიაზე არსებობს უამრავი ქართული ტაძარი რომელთა კულტურული ღირებულება განუზომელია ქართველი ერისათვის და მთელი კაცობრიობისათვის. ამ ტაძრების რაოდენობა გაცილებით მეტია ვიდრე ერთი ორი მეჩეთი, რომელთა აღდგენასაც სანაცვლოდ ითხოვენ თურქები.თუ ჩვენ არ დავეთანხმებით, დავკარგავთ ქართული გენიის შექმნილ სასწაულს. ის არგუმენტი, რომ თურქეთის სახელმწიფო საერთაშორისო სამართლით ვალდებულია აღადგინოს დღეისათვის მის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლები, მოიკოჭლებს, რადგან , მაშინ იგივე სამართლით, ჩვენ სახელმწიფოსაც მოეთხოვება აღადგინოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურის ძეგლები. რაც შეეხება უცხოტომელისაგან ქართველი ადამიანისათვის შეურაცვოფის მიყენებისას, ან პირიქით, დამნაშავის არ დასჯას, ეს ფაქტი შესაბამისი სამსახურების კონკრეტული თანამშრომლების ცუდი მუშაობის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს და არა სახელმწიფოს პოლიტიკად.

    ბადრი წიქორაძე 12.04.2012 14:22
    ბატონო Макс! <”მე თქვენ ჩემ აზრს არ გახვევთ, მხოლოდ გეკამათებით, რადგან ჭეშმარიტება, როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, კამათშიც იბადება. ბლოგის ქონას აზრი მაშინ აქვს, თუ ვინმე შეგეკამათება, და არა ის რომ შენი აზრი მსოფლიოს გააცნო და ამით გააბედნიერო.”> ამაშიც სრულიად გეთანხმებით. სამი კომენტარის დაწერამ მომიწია, რომ სრულიად გამეცა პასუხი თქვენს კითხვებზე. არ გამადლოვებთ, პირიქით მადლობელი ვარ, რომ ამ დისკუსიით ძალიან ვისიამოვნე. ვფიქრობ თუ მოვახერხე და აზრი შეგაცვლევინეთ თქვენი დარწმუნების ხარისხი პირდაპირპროპორციული იქნება თუ რამდენად გრძნობთ პირადად თავს ქართველად. ის რაც საფრთხეს უქმნის ქართველი ერის არსებობას, ქართული სახელმწიფოს თვითდამკვიდრებას მსოფლიოს ეთნიკურ სახელმწიფოთა შორის თავისი თვითმყოფადი კულტურით (საკუთარი დამწერლობა, ენა, ლიტერატურა, ხელოვნება და ა. შ.), თქვენთვისაც მიუღებელი უნდა იყოს.

    ბადრი წიქორაძე 12.04.2012 14:10
    ბატონო Макс! <”მე არ ვამბობ, რომ ყველა სომხური, აზერბაიჯანული, და ასე შემდეგ ბიოლოგიური გენის მატარებელი ადამიანი საქართველოში თავს ქართველად გრძნობს, ასეთები ცხადია ქართველები არ არიან, მაგრამის ვინც თავს ქართველად გრძნობს ქართველია, რადგან ქართველად თავის ჩათვლა დიდი პასუხისმგებლობის აღებაა ამ ერის და ქვეყნის წინაშე.”> ამაზე ვინ არ დაგეთანხმებათ? სტატიაში საუბარი იყო კონკრეტულ პიროვნებაზ და მე სრულიად ვეთანხმები ბატონ დუმბაძეს, რომ ადამიანი რომელიც აცხადებს ბათუმში აჭარის დამპყრობლის - აზიზიეს სახელობის მეჩეთი უნდა აშენდესო, რა თქმა უნდა არ არის ქართული გენის მატარებელი. არა აქვს მნიშვნელობა ის ეთნიკური ქართველია თუ საქართველოში დიდი ხანია ცხოვრობს. სხვათა შორის მეჩეთის აშენების წინააღმდეგია თვით აჭარის თუ ბათუმის მუფტიაც. (ბოდიში ზუსტად არ ვიცი რა ჰქვია ამ სასულიერო თანამდებობას). კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ სტატიაში არ არის საუბარი ”ერის სიწმინდეზე” არამედ საუბარია კონკრეტული პიროვნების და მათ მსგავსთა მიერ ქართულ - ეროვნულ ინტერესთა დაუცველობაზე.

    ბადრი წიქორაძე 12.04.2012 13:45
    ბატონო Макс! <”ვინ გიშლით ქართველად იგრძნოთ თავი?”> - ისინი მიშლიან, ვინც ვითომ ლიბერალური პოზიციიდან გამომდინარე არ ითვალისწინებენ საქართველოს ეთნოგრაფიულ პრობლემებს, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოში (ბათუმში), ქალაქის შუა ქუჩაში უცხოტომელის მიერ ქართველი ქალის ცემა შეიძლება. ისინი მიშლიან, რომლებმაც ამ სისხლის სამართლის დანაშაულზე ძიება არ აღძრეს. ისინი მიშლიან, ვინც იმ ქართველს დააპატიმრებდა ის თურქი რომ ეცემა. ისინი მიშლიან, ვისაც მაგალითად ინგლისი და საფრანგეთი მოჰყავს, რომელთა ლიდერებმა დიდი ხანია აღიარეს მრავალკულტურული სახელმწიფოს შექმნის მცდელობის კრახი, მაგრამ აქ მაინც ამას გვატენიან, მიუხედავად იმისა რომ ამ ქვეყნების ტიტულოვანი ერის და ყველა სხვა დანარჩენ მოქალაქეთა პროცენტული შეფარდება ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. ისინი მიშლიან ვინც მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიამ აკრძალა თავის ქვეყანაში მინარეთების მშენებლობა, აქ ”აზიზიეს” მეჩეთს მიშენებენ და ა. შ. გაგრძელება თითქმის უსასრულოდ შეიძლება.

    max 12.04.2012 10:57
    ბატონო ბადრი! ვინ გიშლით ქართველად იგრძნოთ თავი? შოვინიზმი აქ რა შუაშია? ეს სიტყვა სულ სხვა მნიშვნელობისაა. პირიქით შოვინისტებს ახასიათებთ, მაგალითად რუსულ შოვინიზმს, ეთნოსების დანაწილება და მათი ერთმანეთტან დაპირისპირება. რუსეთის იმპერიამ ერთი ეთნოსი– ჩერქეზები რამდენიმე ეთნოსად დაყო და მათი ნაწილი საერთოდ გაასახლა საკუთარი სამშობლოდან. თავისი ისტორიის რომელ პერიოდში იყო საქართველო გენეტიკურად სუფთა, ეს საერთოდ შესაძლებელია ნებისმიერი ერისთვის? საფრანგეთი და ინგლისი მოგყავთ მაგალითად, ნუთუ ფეხბურთს მაინც არ უყურებთ? ის ფერადკანიანი ფეხბურთელები რომლებიც ამ ქვეყნების გუნდებში თამაშობენ, განსაკუთრებით საფრანგთში, როგორ ფიქრობთ თავს ფრანგებად არ თვლიან?. რა თქმა უნდა ერმა სახელმწიფოს საშუალებით უნდა არეგულიროს მიგრაციული პროცესები, მაგრამ თქვენს ბლოგში საუბარი საქართველოში დიდი ხნის მანძილზე მხხოვრებ ადამიანებს ეხება. მე არ ვამბობ, რომ ყველა სომხური, აზერბაიჯანული, და ასე შემდეგ ბიოლოგიური გენის მატარებელი ადამიანი საქართველოში თავს ქართველად გრძნობს, ასეთები ცხადია ქართველები არ არიან, მაგრამის ვინც თავს ქართველად გრძნობს ქართველია, რადგან ქართველად თავის ჩათვლა დიდი პასუხისმგებლობის აღებაა ამ ერის და ქვეყნის წინაშე. თქვენ არ გრძნობთ ამ პასუხიეულისმგებლობას? თუ ადამიანები ამას გააკეთებდნენ ანგარების მზნით, სხვათა მოსატყუებლად, მაშინ ისინი მხოლოდ გვარს გადაიკეთებდნენ და დარჩებოდნენ იმ ეთნოსის წარმომადგენლებად, რომელსაც მათი წინაპრები მიეკუთვნებოდნენ. მე თქვენ ჩემ აზრს არ გახვევთ, მხოლოდ გეკამათებით, რადგან ჭეშმარიტება, როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, კამათშიც იბადება. ბლოგის ქონას აზრი მაშინ აქვს, თუ ვინმე შეგეკამათება, და არა ის რომ შენი აზრი მსოფლიოს გააცნო და ამით გააბედნიერო.

    ბადრი წიქორაძე 11.04.2012 22:29
    გაიხარეთ qartveli! უფალმა გისმინოთ. მოხარული ვიქნები თუ ქართულ შრიფტს გამოიყენებთ.

    qartveli 11.04.2012 17:47
    absoluturad getanxmebit batono badri,swori analizisa da xedvisatvis,qartvel ers gaumarjos,gamarjvebit evlos qriste gmertis gzit!

    ბადრი წიქორაძე 11.04.2012 14:05
    Макс! გატყობ ძალიან გინდა წარმართო საუბარი ერის სიწმინდესა და სხვა ასეთი შოვინისტური მიმართულებით, მაგრამ ჩემთან ეს არ გაგივა. გადაიკითხე თემა, იქნებ გაიგო რაზეა საუბარი. ქართველ ერს თავისი პრობლემები აქვს და განსხვავებით სომხეთისაგან, რომლის მოსახლეობის 97%-ს სომხები შეადგენენ, ქართველ ერს არ შეუძლია ამდენი უცხოტომელის გადახარშვა, რაზეც თქვენ აპელირებთ. რატომ მეკამათებით ”ღამურასავით” იმაზე, რომ მინდა ქართველი ვიყო? ინგლისელს, ფრანგს თუ აქვს ამის თქმის უფლება, მე რატომ ცდილობთ დამიშალოთ?

    Max 10.04.2012 21:15
    თამარ მეფის დედა ოსი იყო, დემეტრე მეფის დედა სომეხი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, განა ისინი ქართველები არ იყვნენ და ქართულ საქმეს არ ემსახურებოდნენ? ბაგრატიონები სულაც თავისთავს ებრაელთა მეფის– დავითის ჩამომავლად თვლიდნენ. რას გვირჩევთ ოპონენტებო, საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები რეზერვაციებში შევყაროთ თუ მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად ჩავთვალოთ. შეიძლება სხვანაირად მიპასუხოთ, მაგრამ გულში ასე ფიქრობთ, არ იცით რა არის სახელმწიფო, და რას ნიშნავს სახელმწიფოს მოქალაქეობა, საქართველოს პრობლემები მრავალი ასეთი ტიპის უვიცობიდან და გაუნათლებლობიდან გამომდინარეობს. ერი, თუ ის ძლიერია, და ღირებული კულტურა შეუქმნია, პირიქით, უცხოტომელების გადახარშვას და ასიმილაციას ახერხებს. იმის გამო, რომ საკუთარი ერის სიძლიერეში ეჭვი შეგპარვიათ, ქვეყნის დამღუპველ ქსენოფობიას ქადაგებთ. რუსეთის მაგალითი აქ პირიქითაა, რუსეთს სწორედ ქსენოფობია დაღუპავს და დაშლის. მე მჯერა რომ ქართული ეთნოსი იმდენად ძლიერია, რომ ის კიდევ მრავალ ათასწლეულებს გაუძლებს, მრავალ უცხოტომელს გააქართველებს, როგორც ხდებოდა მთელი მისი ისტორიის მანძილზე. მთავარია ქვეყნის დამოუკიდებლობა და პიროვნული თავისუფლება შევინარჩუნოთ, რისთვისაც შეიძლება მრავალჯერ დაგვჭირდეს სისხლის გაღება. ვისაც სამშობლოსათვის სისხლის გაღების ეშინია და საკუთარი ერის, საკუთარი თავის იმედი არ აქვს მას ყოველივე ახლის ეშინია, ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს.

    Max 10.04.2012 20:46
    გენით ქართველობაზე უკეთესი სულით ქართველობაა.

    ბადრი წიქორაძე 09.04.2012 20:43
    სლავიკა! მგონი სტატიაში ჩემი თუ შენი ეროვნების გარკვევა არ განიხილებოდა. აქ თემა სრულებითაც არ არის რომელიმე ეროვნების უპირატესობა სხვა ერებზე, არამედ იმაზეა საუბარი, რომ ყოველ ერს გააჩნია თავისი გენეტიკური კოდი (შეიძლება არამეცნიერული ტერმინია, არ მაქვს პრეტენზია), რომლითაც ერთი ერი მეორისგან განსხვავდება. ამის შესახებ კარგად დაწერა ბატონმა სპირიდონმა, ამიტომ აღარ განვმეორდები და რჩევით შემოვიფარგლები: კარგი იქნება თუ მის კომენტარსაც წაიკითხავთ, იქნებ გაიგოთ რაზეა საუბარი. ნებისმიერი, თავისი ერის დამფასებელი ადამიანისათვის არ უნდა იყოს შეურაცმყოფელი თუ მას ეტყვიან, რომ ის არ არის სხვა ერის გენის მატარებელი, ეს მგონი პატიოსანი ადამიანისთვის სასიამოვნოც უნდა იყოს თუ ის თავისი ერის პატრიოტია და არა ”ღამურა”.

    სლავიკა 09.04.2012 15:40
    ბატონო წიქორიძე, ერტადერთი, ბაგრატიონების გვარია ჩვენში ანტიკური ხანიდან ცნობილი. რა იცით, თქვენი წინაპრები იქნებ არაბები იყვნენ, ან შაფსუღები, ან (ყველაზე მოსალოდნელია) სომხები

    სლავიკა 09.04.2012 15:38
    ბატონო წიქორიძე, ერტადერთი, ბაგრატიონების გვარია ჩვენში ანტიკური ხანიდან ცნობილი. რა იცით, თქვენი წინაპრები იქნებ არაბები იყვნენ, ან შაფსუღები, ან (ყველაზე მოსალოდნელია) სომხები

    ბადრი წიქორაძე 09.04.2012 09:21
    ბატონო სპირიდონ! ჩვენი აზრები იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, რომ მისი კითხვა სიამოვნებას მანიჭებს. პუბლიცისტიკობასა თუ ანალიტიკოსობაზე პრეტენზია ნამდვილად არა მაქვს, უბრალოდ თავს უფლებას ვაძლევ ის პრობლემები წარმოვაჩინო, რომელიც ჩვენს სამშობლოში სამწუხაროდ მრავლადაა. ასეთი კომენტარების წაკითხვა განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს, რომელიც აჩვენებს, რომ ჩემი გულისტკივილის გამოთქმა გასაგებად შევძელი. აბა სტეპანიანმა რუსეთში გაბედოს მასეთი გამოთქმები და თავის თავზე გამოცდის რამდენად მისაღები იქნება ის რუსებისათვის. რასაც ჩვენთან უცხოტომელები კადრულობენ ქართველი ერის მიმართ, ამას არცერთი თავმოყვარე ქვეყანა არ დაუშვებს.

    სპირიდონი 09.04.2012 08:43
    სავსებით გეთანხმებით, ბ–ნო ბადრი, დიდ შემოტევას განიცდის ქართული ეროვნული ცნობიერება (და არა მარტო ქართული)... თუმცა, ყველაფერს თავისი დრო აქვს და მე იმედს არ ვკარგავ, რომ როცა ყოფნა–არყოფნის პრობლემას გადავწყვეტთ, საამისოდაც მოვიცლით. ეს კარგად აქვს შეგნებული თავად ბ–ნ მურმანსაც და აკი ამიტომაც მოიხადა ბოდიში (და არა იმიტო, რომ რაიმე არასწორად გააკეთა). აღსანიშნავია ისიც, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგები იმდენად გათავხედდენ, სრულიად უსაფუძვლოდ და დემაგოგიურად ებრძვიან ეროვნულ იდეოლოგიას: ბ–ნ მურმანს ხომ არ უთქვამს, რომ მასალკინი ცუდი გენის წარმომადგენელია. თქვა მხოლოდ, რომ მასალკინი არ არის გენით ქართველიო. გენით ქართველს და გენით არაქართველს ერთნაირად რომ ყვარებოდათ ოშკი და ხახული, თურქებიც მიხედავდნენ და სალაპარაკოც არ გახდებოდა, არც ბერძნები გადაღებავდნენ რუსთაველის პორტრეტს და ... პირიქითაც, ჩვენც ისევე გვეყვარებოდა თუნდაც აზიზიეს მეჩეთი, როგორც თურქებს უყვართ და რახან ასე არაა, ე. ი. გენი „რაღაცას“ ნიშნავს... მასალკინმა თავისი გამონათქვამით „აზიზიეს მეჩეთი მაინც აშენდებაო“ ისიც დაამტკიცა, რომ არათუ გენით, ცნობიერებითაც არ ყოფილა ქართველი და ეჭვიც აღარ მეპარება ბ–ნი მურმანის ნათქვამში – ერთი სანთელიც არ აქვს დანთებულიო. რაც შეეხება ბ–ნი მურმანის მიმართ ზოგიერთი პარტიის ლიდერის განცხადებას, უმჯობესი იქნებოდა, წრსულის ქექვისგან თავი შეეკავებინა, თორემ, ვატყობ, ჩემი დასაცავი გახდებიან ფეისბუკელი თუ არაფეისბუკელი მეგობრებისგან თუ არამეგობრებისგან. და კიდევ, „ნეტგაზეთში“ გამოქვეყნდა ბექა მინდიაშვილის და არნოლდ სტეპანიანის წერილები, სადაც ბ–ნი მურმანი ფაშისტად მოიხსენიეს და სტეპანიანი დაგვემუქრა კიდეც, ქართველებს მოვუწოდებ, ხმა არ მისცენ იმ ბლოკს, რომლის წარმომადგენელიც ბურმან დუმბაძეაო. მე ის ქართველი შევარცხვინე, ვინც ბექა მინდიაშვილის და სტეპანიანის ჭკუაზე გაივლის, არა იმიტომ, რომ სტეპანიანი სომეხია, არამედ იმიტომ, რომ მათ საქართველოსთვის ისეთი არაფერი სიკეთე გაუკეთებიათ, რისთვისაც ისინი მურმან დუმბაძეზე წინ უნდა დავაყენოთ!

    max 08.04.2012 21:54
    ეთნოფსიქოლოგია ბიოლოგიურიდან არ გამომდინარეობს ის განპირობებულია მრავალი სხვა ფაქტორით, მაგალითად: ადამიანთა ერთიან გეოგრაფიულ, ეკონომიურ, სოციალურ და კულტურულ გარემოში ხანგრძლივი თანაცხოვრებით. და ერთიც, ხომ უდაოა, რომ არსებობს ასიმილაციის პროცესი, რასაც არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აქვს ადგილი.

    ასტორი-max-ის! 08.04.2012 11:45
    max! გირჩევ ეგ შენი თეორიები შენს სამშობლოში,ხაესტანში გაავრწელო,თუ დაგაწადეს სომხებმა ,და ისე არ დაგზილეს,რომ შენი ისედაწ მათხოჯი სახე დედაკაწის საშოს არ დაგიმსგავსონ!

    ბადრი წიქორაძე 06.04.2012 21:09
    საეჭვო მტკიცებულებაა პატივცემულო макс! თუ ეროვნება სოციალური ფენომენია და არა ბიოლოგიური, მაშინ რატომ განსხვავდებიან აზერბაიჯანელები, სომხები, ქართველები ფიზიკური შეხედულებით ერთმანეთისაგან და ძირითადად, რატომ ჰგვანან ერთმანეთს ერთი ერის წარმომადგენლები? თუ კარაპეტიანი თავს აზერბაიჯანელად თვლის, მამედოვი - ქართველად, წიქორაძე კი სომხად, ამ შემთხვევაში ისინი ”ღამურები” (აკ. წერეთელი) არიან და არა ჩიტები.

    max 06.04.2012 17:57
    ეროვნება სოციალური ფენომენია და არა ბიოლოგიური, ადამიანი ცხოველი არ არის, იგი იმ ეროვნებისაა, რომელ ეროვნებასაც თვითონ მიაკუთვნებს თავის თავს. თუ კირაკოსიანი თავს ქართველად გრძნობს ის ქართველია, ხოლო თუ დადეშქელიანი თავს სომხად გრძნობს იგი სომეხია.

    ბადრი წიქორაძე 05.04.2012 16:06
    მართალი ბრძანდები ქალბატონო სოფო! ქართული გენის მატარებლები მუდამ თამამად თავაწეულები ივლიან ქართულ მიწაზე.

    სოფო 05.04.2012 15:14
    ვერ მოესწრებიან ესენი ქართველი ხალხის გადაგვარებას და თუნდაც ქვეყნიდან გაძევებას,იმედია ხალხი საბოლოოდ გამოფხიზლდება,ბოლო ბოლო შიმშილი გამოაღვიძებს მალე


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved