რეზონანსი
(18.05.2023)

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლად გაქ­რა. ორი დღის წინ კი ტა­ი­მა­უ­ტის მი­ზე­ზი ინ­სტაგ­რა­მის სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­ამ­ხი­ლა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ნა­ნუ­კა და ბიზ­ნეს­მე­ნი ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფია კი­დევ ერთი გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი გახ­დნენ. წყვილს შვი­ლი შტა­ტებ­ში შე­ე­ძი­ნათ, სა­დაც უკვე თვე­ე­ბია ცხოვ­რო­ბენ.

ნა­ყო­ფია-გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის წყვილ­მა ჯვა­რი პან­დე­მი­ის დროს და­ი­წე­რეს, 2021 წლის აგ­ვის­ტო­ში კი პირ­ვე­ლი შვი­ლი აივი ნი­კო­ლი შე­ე­ძი­ნათ. მო­დელ­მა გა­მომ­წე­რე­ბის რამ­დე­ნი­მე კი­თხვას უპა­სუ­ხა და გა­ამ­ხი­ლა, რომ მე­ო­რე გო­გო­ნას ავა და­არ­ქვა.

"მათ­თვის, ვინც გა­ურ­კვევ­ლო­ბა­შია და ბევ­რია ასე­თი მე­სი­ჯი – ავა 12 მა­ისს გაჩ­ნდა, ორ­სუ­ლო­ბი­სა და გა­ჩე­ნის შემ­დეგ მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ვტკბე­ბო­დით ერ­თმა­ნე­თის სიმ­შვი­დით. ჩვე­ნი ოჯა­ხის ახა­ლი წევ­რი, რო­მე­ლიც უკვე ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია, გვიყ­ვარს. ავა ბიბ­ლი­ა­ში სი­ცო­ცხლეს ნიშ­ნავს, ასე­ვე, სიბ­რძნე­სა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბას", - დაწერა მოდელმა.

წყარო: „ამბები“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე