რეზონანსი
(21.05.2023)

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სკოლის ბოლო ზართან დაკავშირებით დარღვევებზე ქუთაისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, გაწეული რეაგირებისთვის მადლობას უხდის.

„გუშინ უამარვი მანქანა ვნახე, რომელსაც სკოლა დამთავრებული ახალგაზრდები მიაგელვებდნენ ქუთაისის ქუჩებში.

გუშინ ქუთაისის ცენტრში საპატრულო პოლიციამ არაერთი ავტომანქანა გააჩარა, დააჯარიმა ან ჩამოართვა, რომელსაც ან არასრულწლოვანი მართავდა, ან წესებს არღვევდა "გონკაობით".

გუშინ, საბედნიეროდ, არც ერთი ცუდი შემთხვევა არ მომხდარა (ბოლო წლებისგან განსხვავებით).

ამ ამბებს პირდაპირ მივაწერ საპატრულო პოლიციის გუშინდელ მუხლჩაუხრელ შრომას.

მადლობა ქუთაისის საპატრულო პოლიციას, წესრიგისა და ახალგაზრდობის უსაფრთხოების სადარაჯოზე. ვიცი ეს რის ფასად გიჯდებოდათ. ვხედავდი ერთი "ჯიგარი" ახალგაზრდა ქალბატონი (სავარაუდოდ მასწავლებელი), როგორ გეკაჩავებოდათ-"რა იყო, სკოლის მოსწავლე არასოდეს ყოფილხარ?"...

ასეთ "ჯიგარ" მასწავლებლებზე ცალკე დავწერ მოგვიანებით“, - დაწერა ლიკლიკაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე