რეზონანსი
(21.05.2023)

"ვეძებთ 65 დღე ორ პიროვნებას,რომლებმაც გაიარეს ის ტერიტორია" - დიდ დიღომში დაღუპული 12 წლის ანას დედა, ნატო ხუტაშვილი მოსახლეობას დახმარებას სთხოვს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მოგმართავთ საქართველოს მოსახლეობას თხოვნით გააზიაროთ ეს პოსტი.ვეძებთ 65 დღე ორ პიროვნებას,რომლებმაც გაიარეს ის ტერიტორია დროის იმ მონაკვეთში როდესაც უკვე ანი იძულებით შეყვანილია მკვლელობის ადგილზე.არის ალბათობა,რომ მათმა ჩვენებებმა ნათელი მოჰფინოს ამ საზარელ მკვლელობას.სახელი და გვარი არ ვიცით.გთხოვთ დააკვირდეთ და პირად შეტყობინებაში მომწეროთ"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე