რეზონანსი
(22.05.2023)

ქუთაისში 2 დღეში მეორე სტუდენტი გარდაიცვალა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისევ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. აწსუ-ს სტუდენტი გიორგი ლაღიძე ტრაგიკულად გარდაიცვალა.

„საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს "გარემოს დაცვის ინჟინერიის და გამოყენებითი ეკოლოგიის" პროგრამის სტუდენტის, გიორგი (გიო) ლაღაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო! თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, მეუღლეს, მცირეწლოვან შვილებს, მეგობრებს, კურსელებსა და ახლობლებს“, - წერია ინფორმაციაში.

როგორ ცნობილი ხდება, ახალგაზრდა ავარიაში მოყვა, შემდეგ კი თრომბი განუვითარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე