რეზონანსი
(22.05.2023)

,,ემიგრანტების იმედი" შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ბათუმში, 24 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

,,მიწამ როგორ უნდა მიგიღოს... მზე, სიკეთის ბიჭი გაგვიფრინდა. გლოვობს ბათუმი 24 წლის გიორგი პაქსაძეს.

დავმუნჯდი მე... ხალხო, ისეთი საცოდაობა ტრიალებს... ცრემლებით, გაცრეცილი, სასოწარკვეთილი სახეებით, ჯერ ვერ დაჯერებული და ვერ გააზრებული ტრაგედიითა და ტკივილით სავსეები. შეძრული, თავზარდაცემული ვარ და ვერ გამიგია რა ვქნა, ან აზრი აქვს, ამას რომ ვწერ? სიტყვებია ზედმეტია, ისეთი ტკივილია

სისხლი გამეყინა ძარღვებში, გული მტკივა სული მეწვის! იმდენად დიდი ტრაგედია მოხდა, რომ დავმუნჯდი მე... სული მაქვს დამძიმებული....უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!

ხალხო, ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო,

რით უნდა დაამშვიდოოო....", - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე