რეზონანსი
(23.05.2023)

ანსამბლი ,,საუკუნე" სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

,,გარდაიცვალა ანსამბლ ,,საუკუნის" ბათუმის ფილიალის მოცეკვავე მარიამ ბირჩაძე. ,,საუკუნის" სახელით ვიზიარებთ ოჯახისა და მეგობრების ამ დიდ მწუხარებას.

ნათელი და სანთელი მარიამის სულს…", - წერია ,,ფეისბუქ" პოსტში.

როგორც კომენტარებში წერენ, გოგონამ შეცდომით წყლის ნაცვლად, ქლორი დალია და სასიკვდილოდ მოიწამლა. მარიამი კოვიდის გადატანის შემდეგ ყნისვის დაკარგვას უჩიოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე