რეზონანსი
(25.05.2023)

მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ ისაუბრა თუ როგორი გრძნობა გაუჩნდა, როდესაც მამა გახდა:

„ადამი რომ გაჩნდა კორიდორში დავრბოდი, ტირილი რომ გავიგე ყველაზე უცნაური უყო. შემეშინდა, მერე მეც ვიტირე და როგორც კი მითხრეს რომ მშვიდობა იყო და გულზე უნდა დამეწვინა ამას ვერ აღვწერ.

პირველად ვიგრძენი რომ ჩემ თავში ყველაფერი გაითიშა, ვაკუუმის შეგრძნება მქონდა. პირველი ერთი კვირა ისე ვიყავი ხელი როგორ მოვკიდო, არ ვატკინო-მეთქი.

რომ შევხედე ძალიან სასაცილო იყო. ჯერ ცხვირი გამოვიდა, იმხელა ცხვირი ჰქონდა – ეგ ჩემი გამოჰყვა. რომ გავიგე კარგად იყო მერე მარიამზე გავარკვიე მისი მდგომარეობა და ყველაფერი რომ კარგად დამთავრდა ძალიან ემოციური იყო“, – ამბობს ვარდოსანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე