რეზონანსი
(26.05.2023)

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური:

“ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ დარჩა ცოცხალი. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს ოპერაციების დროს. არ დანებდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებებსაც.

მეოთხე წელია იბრძვის სიცოცხლისთვის. ვიბრძვით ჩვენც. ყოველ ჩასუნთქვას ვაყურადებთ, მილიმეტრ წინსვლას ოჯახურ ზეიმად ვაქცევთ, კვლევის პასუხებს გულგახეთქილი ველით, ყველა კაპიკს მისთვის ვზოგავთ… ზუსტად ისე ვუვლით, როგორც ჩვილს, ზოგჯერ მეტადაც. იმიტომ რომ ვიცით – ერთი წუთით მოდუნებაც ხელიდან გამოგვაცლის.

გადის წლები. გვეხმარება სახელმწიფო, დაგვეხმარა ქართუ ფონდი. დაიხარჯა მილიონები. ყველაფერს აქვს საზღვარი და ლიმიტი. მხოლოდ ჩვენს ბრძოლას ვერ ექნება ვერც ერთი, ძალიან მინდა ვთქვა: ბრძოლას ცოტნეს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, ფეხზე დაყენებისთვის… და დავამთავრო.

მაგრამ ვაგრძელებ: ბრძოლას სასამართლოებში, ბრძოლას პროკურატურებში, ბრძოლას ცოტნეს სახლში დასაბრუნებლად, ბრძოლას ცოტნეს კუთვნილი თანხებისთვის, ბრძოლას ცოტნეს ღირსებისთვისაც კი, და, რაც მთავარია, სარეაბილიტაციო პროექტებისთვის, რომელთა სრულყოფილად განხორციელების გარეშე ცოტნეს ხვალინდელი დღე სათუოა.

და, რომელთა გამუდმებული დაბლოკვა ხდება. გამუდმებული, მიზანმიმართული და ყოველმხრივი…

გამსახურდიების ტრაგიკული ბედი.

ამაზეა ლაპარაკი ქვემოთაც…”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე