რეზონანსი
(26.05.2023)

რამდენიმე დღის წინ ჩოხატაურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მეათეკლასელ ნინი გიორგაძეს „ნივის" მარკის ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა ის მასწავლებლიდან გამოვიდა და მამის მანქანაში ჯდებოდა.

„მასწავლებლიდან გამოვიდა, მამა ელოდებოდა, მამის თვალწინ მოხდა... მანქანაში ჯდებოდა და ამ დროს დაეჯახა. სასწაულებრივად გადარჩა ბავშვი. რისი მოტეხვა და გატეხვაც შეიძლება, ყველაფერი დამართა. დალეწა ბავშვი. ქუთაისში გადაიყვანეს, სადაც ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. როგორც ამბობენ, მძღოლი 18 წლის ახალგაზრდაა, თუმცა დაზუსტებულად არ ვიცი. ყველას რომ აძლევენ საჭესთან ჯდომის უფლებას, იმიტომ ხდება ამდენი უბედურება. რაღაც ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ. შეიზღუდოს მართვის მოწმობების გაცემა. მაგათ პირიქით, დაწიეს ზღვარი და 16 წლის ბავშვს შეუძლია ახლა აიღოს მოწმობა. რა ვიცი, მთავარია გადავრჩით. ჩვენი ნინი კარგად იქნება", - ამბობენ ადგილობრივები.

წყარო: გურია ნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე