რეზონანსი
(27.05.2023)

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე აქვეყნებს მიმართვას და განმარტავს თუ რატომ გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ფრენდის სტატუსის ქვეშ კომენტარი დავწერე, პრეზიდენტის სიტყვა არ მომეწონა-მეთქი და "სტატია" გამოუცხვიათ თურმე, ხოდა რადგან წააცუნცულეს, მანიპულაციისთვის რომ არ იყოს გამოყენებული, განვმარტავ რა დავიწუნე: თავისთავად სიტყვა მომეწონა, დღევანდელი დღის შესაფერად არ მივიჩნიე. მერჩივნა ლიდერობა აეღო და ეთქვა - "ჩემი გეზია უცვლელი და მე ვატარებ ქვეყანას ამ გზაზე მტკიცედ, რადგან მეც ვარ პოლიტიკის შემქმნელი პირი". ვინმემ უნდა თქვას - მე გავაკეთებ! მით უმეტეს ხალხის 80%-ის სურვილია ეს, ხალხია ზურგის ქარი. 

იმავე კომენტარში მიწერია, რომ ყველა მისი პროევროპული გამოსვლა შინ თუ გარეთ მომწონს, მეტიც, შესაძლოა ერთადერთია, ვისი გამოსვლებიც ბოლო დროს სულ მომწონს და  ეს გამოსვლაც მომეწონებოდა. უბრალოდ არ მინდოდა "ვაგინებთ ევროპას", "გეზი მკაფიო აღარაა"  დაფიქსირებულიყო საერთაშორისო მედიაში, არამედ უფრო მეტად მამოტივირებელი და მებრძოლი, გარანტიის მიმცემი სიტყვა მერჩივნა. მოკლედ დავიწუნე არა არსი, ან ის, რომ რამე სწორად არ თქვა, ან ტყუილი თქვა, დავიწუნე მომენტი. 

არ განვმარტავდი, რომ არა ისევ და ისევ ჩვენი ევროპული მომავალი, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა ჩემთვისაც და ქვეყნის მოსახლეობის 80%-ისთვის და არ მინდა მსჯელობის კონტექსტიდან ამოგლეჯილი კომენტარი არასწორად გამოიყენოს ვინმემ", - დაწერა ფანჯიკიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე