რეზონანსი
(28.05.2023)

ცოტა ხნის წინ ემიგრანტების იმედმა შოთო სიხარულიძემ დაწერა, რომ გერმანიაში ორი ქართველი ემიგრანტი დაიკარგა. ორივე მათგანი ერთ რესტორანში მუშაობდა:

„დაიკარგა ორი ემიგრანტი გერმანიაში შტუდგარტში მაკა ნაყოფია და ჯენიტა ქარდავა. ორივე მუშაობდა რესტორანში " klosterbraustuben"-ში.

სასწაულად კარგი და კეთილი ადამიანები. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს...

გააზიარეთ უმორჩილესად გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება კარგად დააკვირდით ფოტოებს ძალიან გთხოვთ. დაგვეხმარეთ თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ მაკასა და ჯენიტას შესახებ.

შოთო სიხარულიძე გთხოვთ ილოცოთ, რომ კარგად იყოს ეს ადამიანები ძალიან ვნერვიულობ... ღმერთო, ცოცხალი და უვნებელი დაუბრუნე თავიანთ ოჯახებს... დააკვირდით კარგად ამ ფოტოებს სადმე ხომ არ გინახავთ?“, - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე