რეზონანსი
(02.08.2024)
საქართველო სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი - გიორგი ჭინჭარაული, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის ზედიზედ მეორედ ოლიმპიურ გამარჯვებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.
„მობრძანდა და ნომერში „თავს დაგვესხა". 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბატონი ლაშა ბექაური. ტალახაძეს მოურბენინა ოქროს მედალი და ჩაახუტა, სანამ შენი გექნება, ამით მოიკალი ოქროს წყურვილიო. ფოტოებიც მოვასწარით, სხვაგან სად დავიჭერდი ამას. მადლობა მთის კაცო", - წერს ჭინჭარაული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე