ინდივიდუალურ ასპარეზობაში პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ხოლო ვერცხლის მედლები ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.
23 წლის ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში გასვლა მოახერხა, თუმცა სადებიუტო ოლიმპიური თამაშების ვერცხლისპრიზიორი გახდა. ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენის გულშემატკივრებს შორის უამრავი გოგოა, თუმცა ილია შეყვარებულია და მისი რჩეული ასევე სპორტსმენი, მოცურავე თაკო მეგრელიძეა. 21 წლის გოგონა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტია და სამართალმცოდნეობას ეუფლება.
პარიზის ოლიმპიურ ჩემპიონატზე დასანანი მარცხის შემდეგ თაკომ სოციალურ ქსელში რჩეული შემდეგი სიტყვებით გაამხნევა: „Ჩემთვის გამარჯვებული ხარ“.
პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე