რეზონანსი
(28.02.2025)

ილია ღლონტი სოფელ ჭანჭათში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ჰყვება. როგორც ის ამბობს, 14 წლის გურამი გარდაცვლილ დედასთან მამასთან ერთად ფეხით მივიდა, რადგან გზა თოვლისგან ვერ გაიწმინდა.

„სოფელ ჭანჭათში, ქალბატონი გარდაიცვალა. მის 14 წლის შვილს უნდოდა დედის მონახულება, მაგრამ 3 დღეა გზა არ გაიწმინდა და გურამი ვერ ახერხებდა დედასთან მისვლას. ვერ მოხერხდა გზის გამწმენდი მძმე ტექნიკის მობილიზებას. შემდეგ მას მამამ მოაკითხა და ფეხით წაიყვანა სოფელ ჭანჭათში. ასე მივიდა გურამი გარდაცვლილ დედასთან. გამგეობაში გვითხრეს, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია ამ შემთხვევის შესახებ, მაგრამ ადგილობრივები და მეზობლები გვეუბნებიან, რომ რეკავდნენ როგორც გამგეობაში, ისე 112-ში და საქმის კურსში ჩააყენეს. არ ვიცი ეს რამდენად მართალია, ამის გარკვევა არ მიცდია, მაგრამ ის, რაც მოხდა, ნამდვილად წარმოუდგენელია“, – თქვა ილია ღლონტმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა გურიაში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე