ნატალია ჯვარიძე
(05.11.2024)

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, რომლის შედეგების გამოქვეყნებაც 6 ნოემბერს საქართველოს დროით დღის მეორე ნახევარში ეტაპობრივად დაიწყება. ანალიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ამ არჩევნების შედეგებს გლობალურად ექნება გავლენა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, თუმცა, წინასაარჩევნოდ უკიდურესად დაძაბული ვითარებისა და ბოლო გამოკითხვებიდან გამომდინარე, სადაც კანდიდატებს შორის განსხვავება მინიმალურია, არჩევნების შედეგების პროგნოზირება შეუძლებლად მიაჩნიათ.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის აღცევნებზე მთავარი კონკლურენტები არიან მოქმედი ვიცე-რპეზიდეტი, „დემოკრატიული" პარტიის ქარმომადგენელი კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტი, „რესპუბლიკელთა" წარმომადგენელი დონალდ ტრამპი.

საქართველოსს მმართველ პარტიაში არ მალავენ, რომ მათი სიმპათიები ტრამპის მხარესაა. ამის მიზეზია, ერთის მხრივ, ახლანდელ ადმინისტრაციასთან „ოცნების" ხელისუფლების მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობა, უკვე დაწესებული და ასევე დაანონსებული სანქციები; მეორეს მხრივ კი ის, რომ ტრამპისა და „ოცნების" პოლიტიკური პოზიციები და შეხედულებები ბევრ რამეში ერთმანეთთან თანხვედრაშია.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპი, პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, უკრაინაშ ომის სწრაფად დასრულების პირობას დებს. „ქართულ ოცნებაში" კი მიიჩნევენ, რომ ამას საქართველოსთვის სკვანძო მნიშნელობა აქვს, რადგანაც ომის დასრულების შემთხვევაში მოიხსნება საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხეც, რასაც „ოცნება" ეროვნული უსაფრთხოებისათვის მთავარ გამოწვევად მიიჩნევს.

„ტრამპის და „ქართული ოცნების" შეხედულებები თავხვედრაშია, მაგრამ გარანტიები ვერ გვექნება, რადგან ის რთულად ამოსაცნობი პოლიტიკოსია - ზოგჯერ ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. თან არ ვიცით როგორ გამოიყენებს ჩვენი ხელისუფლება ტრამპს", - განაცხადა რონდელის ფონდის მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

აშშ-ში საარჩევნო უბნები ყველაზე ადრე ვერმონტის შტატში იხსნება და ყველაზე გვიან - ჰავაის შტატში.

დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ის არჩევნების შედეგები, როგორც წესი, უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში ცხადდება, მაგრამ, წლევანდელი დაძაბული კონკურენციის პირობებში, შეიძლება, მეტი ლოდინი გახდეს საჭირო.

„ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.

„სი-ენ-ენ"-მა კი უკვე გამოაქვეყნა ერთ-ერთი უბნის შედეგები. მათი ცნობით, კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის შტატის დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს.

ტრადიციის თანახმად, რომელიც სათავეს 1960 წლიდან იღებს, დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში საარჩევნო უბანი შუაღამისას გაიხსნა და დაიხურა.

სულ დასახლებაში ხმა ექვსმა ამომრჩეველმა მისცა. კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა სამ-სამი ხმა მიიღეს.

არჩევნების წინ ჩატარებული ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვით, კამალა ჰარისი 4%-ით უსწრებს თავის კონკურენტს, დონალდ ტრამპს. როგორც „ჰილი" წერს, ჰარისს ამომრჩეველთა 51% უჭერს მხარს, ხოლო ტრამპს - 47%.

„ნიუ იორკ თაიმსის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვით კი, ეს სხვაობა კიდევ უფრო მცირეა: ჰარისი - 49% და ტრამპი - 48%.

გავლენა უკრაინის ომზე

კახა გოგოლაშვილის აზრით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები პირველ რიგში უკრაინის ომის მსვლელობაზე იქონიებს გავლენას.

„ყველასთვის ცნობილია, რომ „დემოკრატები" უკრაინის მხადაჭერის თვალსაზრისით უფრო მკაფიოდ პოზიციონირებენ. (არჩევნებზე) გამარჯვების შემთხვევაში ისინი უკრაინის დახმარების პოლიტიკას გააგრძელებენ და შესაძლებელია უფრო ინტენსიურადაც. თანაც „დემოკრატები" უკრაინას უტოვებენ იმის უფლებას, რომ საკუთარი ქვეყნის ბედი და ასევე ომის დასრულება/არდასრულების პირობებიც თავად გადაწყვიტონ.

„რაც შეეხება ტრამპს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ მას საკუთარი პირობები აქვს და ის აპირებს უკრაინელებისთვის ამის თავს მოხვევას. რა თქმა უნდა, ეს პირობები რუსებისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე უკრაინელებისთვის.

„დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში არსებობს იმის იმედი, რომ (უკრაინის) დახმარებას მოუმატებენ და ბოლოს და ბოლოს, რუსებს ეკონომიკური და სხვა სახის ზეწოლით აიძულებენ დათმონ ის ტერიტორიები, რომლებიც დაიპყრეს. მგონია, რომ ომი უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის ამ თავხედური ამბიციისთვის ზღვარის დადებით უნდა დასრულდეს, რომ ფიქრობენ, რომ ყველა მათთან ვალშია. ეს კი ტრამპის პირობებში არ მოხდება. ახლა ასე ჩანს, რომ ტრამპის შემთხვევაში რუსები ამ ომიდან გამარჯვებულები გამოვლენ", - აღნიშნა გოგოლაშვილმა.

აშშ-ის არჩევნები და საქართველო

გოგოლაშვილის აზრით, ტრამპი არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია და სწორედ ეს იწვევს გარკვეულ დაძაბულობას დასავლეთში, განსაკუთრებით კი ევროკავშირში. ხოლო რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების სიმპათიებსა და მოლოდინებს, მისი შეფასებით, ტრამპისა და „ქართული ოცნების" შეხედულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია, თუმცა წინასწარ მაინც ძნელი სათქმელია, თუ როგორ გამოიყენებს ამას „ოცნება".

„დონალდ ტრამპი საკმაოდ რთულად ამოსაცნობი პოლიტიკოსია. მას შეუძლია სწრაფად და რადიკალურად შეცვალოს საკუთარი ხედვები, თქვას ერთი და განახორციელოს სხვა. ამიტომ ისიც არაა ცნობილი, თუ რა მოხდება მისი გამარჯვების შემთხვევში. აქედან გამომდინარე, ევროპაში ურჩევნიათ შეერთებულ შტატებში უფრო სტაბილური პრეზიდენტი იყოს, რომლისგანაც ზუსტად იციან, რას შეიძლება ელოდნენ.

„რაც შეეხება ტრამპის შემთხვევში მოახერხებს თუ არა ჩვენი ხელისუფლება აშშ-სთან ურთიერთობის დალაგებას, ჩვენ არ ვიცით რას მოსთხოვს ტრამპი „ქართულ ოცნებას", მაგრამ ის ალბათ იმიტომ ურჩევნია „ოცნებას", რომ ტრამპი მაინც კონსერვატორია და ბოლო ხანებში ესენიც უფრო მეტად კონსერვატიულ სენტიმენტებს ავლენენ.

„ტრამპი და „ქართული ოცნება" იდეოლოგიურად უფრო ახლოს არიან და პლუს („ოცნებას") აქვთ გარკვეული კავშირების იმედი ვიქტორ ორბანის, რობერტ ფიცოს და ევროპაში არსებული სხვადასხვა ულტრამემარჯვენე პარტიების გავლით და მათი ადვოკატირებით. ხელისუფლებას ჰგონია, რომ თუ ხელისუფლებაში ტრამპი მოვიდა, გარკვეულწილად დახმარებას აღმოუჩენს, თუმცა აქაც გარანტია არ არსებობს, რადგან „ოცნება" აპირებს ლავირებას, ამავე დროს პრორუსული კურსის გატარებას და ამერიკასთან ურთიერთობების დათბობას. თუმცა, ჩვენ არ ვიცით ტრამპი ამაზე წავა თუ არა, რადგან წინა პრეზიდენტობის პერიოდში ვხედავდით, რომ ასე მარტივი არ იყო. ამიტომ ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ „ქართულმა ოცნებამ" ტრამპი გამოიყენოს, მაგრამ მათი შეხედულება ტრამპის შეხედულებებთან თანხვედრაშია", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე