ომი ყაიმებით არ სრულდება, მთავრდება გარკვეული მორიგებით, სადაც ერთი უფრო აგებს, მეორე უფრო იგებს. ასე რომ, მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" უკრაინის ომის დასრულების შესახებ ესაუბრა.
იგორ კვესელავა: პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ სიტუაცია მარტივად ვერ დალაგდება, აქ ვიღაცამ უნდა წააგოს. ნარდის თამაშივითაა, რომელიც ყაიმით არ შეიძლება დასრულდეს. თუმცა გააჩნია, როგორ წააგებს. ფაქტობრივად, ომის საკითხს წყვეტს არა უკრაინა, არამედ ამერიკის და რუსეთის ლიდერები. ტრამპი და პუტინი თუ სტრატეგიულად შეთანხმდებიან, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომი დასრულდება, მაგრამ როგორ, ეს სხვა თემაა.
ომი ყაიმებით არ სრულდება, მთავრდება გარკვეული მორიგებით, სადაც ერთი უფრო აგებს, მეორე უფრო იგებს. ასე რომ, მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ.
ეს ომი, ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ამერიკის მონაწილეობით მზადდებოდა, მეორეს მხრივ, რუსეთის მიერ და რასაკვირველია, ამისთვის უკრაინაც ემზადებოდა, რადგან არ არსებობს, ასეთი რამ არ გაცხადდეს და დაფარული იყოს. მითუმეტეს ახლა, როცა მსოფლიოში ამერიკისა და რუსეთის დაზვერვები კარგად მუშაობენ. ბუნებრივია, უკრაინა ევროპაში ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ბუნებრივი წიაღისეულით. ეს სხვა სახელმწიფო რომ იყოს, რომელსაც არ გააჩნდეს პოტენციალი ყველანაირი მიდგომით, არც დაინტერესება იქნებოდა. არ არსებობს მეგობრები, არსებობს ინტერესები და არის კიდევ განსაკუთრებული ინტერესები. საქართველოს მიმართ ასეთი განსაკუთრებული ინტერესები არავის აქვს შედარებით სხვა ქვეყნებისგან, თუნდაც აზერბაიჯანისა და სომხეთისგან.
ომი, რომელიც დაიწყო მალე უნდა დასრულებულიყო. კრემლში ვერც წარმოიდგენდნენ და შესაძლოა არც იყო გათვლილი, რომ ამდენ ხანს გაგრძელდებოდა. ეს უნდა ყოფილიყო ელვისებური, კიევის სწრაფად აღებით და მოლაპარაკებით, რაც რუსეთს უნდოდა. თუმცა სიტუაცია სულ სხვანაირად წავიდა. ბუნებრივია, ამ ყველაფერს უკრაინა ვერ გაუძლებდა რომ არა ამერიკა და ევროპა, მაგრამ ის, რაც მესმოდა ამერიკის მხრიდან, ყველაფერი არ შესრულდა. ფაქტობრივად, ამ სიტუაციას ამერიკის მხრიდან რაღაცა დააკლდა. ამასთან, ევროპისგანაც იყო ბევრი განცხადებები, თუმცა აქაც ასე მოხდა. ამიტომ გაგრძელდა ეს ომი ამდენ ხანს. ძალიან ბევრი ქვეყანაა ჩართული და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ შეიძლება თქვან, რომ ეს იყო მესამე მსოფლიო ომი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე