რეზონანსი
(05.11.2024)

2024 წლის ცხრა თვეში საქართველოში ხანძრების შედეგად 392 შენობა-ნაგებობა განადგურდა - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის სამ კვარტალში საქართველოში 9 143 ხანძარი აღირიცხა, გასულ წელს კი 10 564 ხანძარი მოხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წელს 9 თვეში საქართველოში მომხდარი ხანძრების შედეგად 26 ადამიანი გარდაიცვალა, 167-მა მოქალაქემ კი ტრავმა მიიღო.

გარდა ამისა, ხანძრების შედეგად ქვეყანაში წელს 9 თვეში სულ 392 შენობა-ნაგებობა განადგურდა, რაც 2023 წლის 12 თვის მონაცემზე მეტია. კერძოდ, გასულ წელს განადგურებული შენობების რაოდენობამ 380 შეადგინა.

ამასთანავე, საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, რომ ხანძრების შედეგად წელს სამ კვარტალში 15 რქოსანი პირუტყვი დაიღუპა, 2023 წელს კი 63.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე