რეზონანსი
(05.11.2024)

კახა ოქრიაშვილი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:

"სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ნიჰილისტურ პოსტებსაც და ვიდეოებსაც, რომ გეგმა არ არსებობს, რომ პროტესტი არაფერს მოგვიტანს - ერთი სიტყვით, ხშირად შეხვდებით წუწუნს. 

ვის აწყობს, ვის აძლევს ხელს, ვინ აორგანიზებს ამ მასობრივ ნიჰილზმს?! ეს ადვილი მისახვედრია: ხალხის ნაწილი ბუნებით პესიმისტია, ნაწილი კი გასაგებია, საიდანაც იმართება - მიტაცებული ხელისუფლების სტრუქტურებიდან! 

ჰოდა, მოგმართავთ ყველა გულანთებულ, პატრიოტს - ნუ მიაქცევთ ყურადღებას ამ ნიჰილიზმს, აკეთეთ თქვენი საქმე ხარისხიანად და შედეგიც იქნება. ნუ დაკავდებით წინასწარმეტყველებებით - რა მოხდება, მერე რა იქნება და ა.შ. აკეთეთ ის, რასაც სინდისი გკარნახობთ და შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. 

პირადად მე არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!" - აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე