რეზონანსი
(05.11.2024)

მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში 4 107 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 31-ით აღემატება. საქსტატმა სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელიც შსს-ს მონაცემებს ეფუძნება.

პირველი სამი კვარტალის მონაცემებით, 108 ავტოსაგზაო შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული.

ამასთან, დაზარალებულების ჯამური რაოდენობა 5 404-ია, რაც 52-ით აჭარბებს 2023 წლის 9 თვის მაჩვენებელს.

2024 წლის იანვარ-სექტემბერში ავტოსაგზაო შემთხვევებს 301 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 311.

2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 14%-ით გაიზარდა და 55 603-ს მიაღწია. გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 442 ადამიანი ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე