რეზონანსი
(05.11.2024)

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც საარჩევნო დავების განხილვა ცოტა ხნის წინ დაიწყო, მოსარჩელეებმა მოსამართლე შოთა სირაძის აცილება მოითხოვეს. ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის მამაა. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლის,  ლელა მოწონელიძის განმარტებით  სირაძე მოსამართლეობამდე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი იყო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ამავე დროს მისი შვილი ვაჟა სირაძე შსს მაღალჩინოსანია. მოსამართლეებმა ხათუნა ხომერიკმა და ზაზა რამიშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს და სირაძე დაუბრუნდა მოსამართლეთა კოლეგიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე