რეზონანსი
(05.11.2024)
სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით წერეთლის გამზირზე, სადგურის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან.
აქციის მონაწილეებს წინ პოლიტიკური პარტიები ლიდერები მიუძღვებიან.
მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ და შემხვედრ მოქალაქეებს მსვლელობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეებმა მოახერხეს წერეთლის გამზირის ნაწილის გადაკეტვა და საპირისპირო მხრიდან მომავალ ავტომობილთა მოძრაობას აფერხებენ.
წესრიგის უზრუნველსაყოფად მსვლელობის მონაწილეებს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე