რეზონანსი
(16.05.2026)

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შემდეგ ისიც ჩინეთში ჩავა. როგორც სერბეთის ლიდერმა განაცხადა, ჩინეთში მისი ვიზიტი პოლიტიკური კარიერის გვირგვინად იქცევა.

„დადასტურებას ველოდებით. ვხედავ, რომ პრეზიდენტი პუტინი ჩინეთში 19-20 მაისს ჩავა, ხოლო ჩვენ რამდენიმე დღის შემდეგ გავემგზავრებით“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთში ვიზიტი შედეგიანი იქნება.

„ჩინეთში ექსპორტი 330 ჯერ გავზარდეთ. ქვეყანაში არცერთი ჩინური ქარხანა არ გვქონდა, ხოლო ახლა მათი რიცხვი 37-ს აღწევს“, - დასძინა ვუჩიჩმა.

ცნობისთვის, მანამდე, 13-15 მაისს ჩინეთს სახელმწიფო ვიზიტით დონალდ ტრამპი სტუმრობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე