რეზონანსი
(16.05.2026)

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შეჯახების შემდეგ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. მოგვიანებით ხანძარი ახლო მდგარ სხვა მანქანებზე გავრცელდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი. მაშველები დაღუპულებისა და დაშავებულების გამოყვანით იყვნენ დაკავებულნი, ხოლო მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობდნენ.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მაშველები დაშავებულების ძებნით არიან დაკავებულნი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



