რეზონანსი
(17.05.2026)

გარდაბანში მანქანა ქვეითს დაეჯახა - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა 24news ge ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა იმ ტერიტორიის მახლობლად მოხდა, სადაც 2 დღის წინ ავარიას 8 ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარიის შედეგად ქვეითი დაშავდა - ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე