ელზა პაპოშვილი
(28.03.2023)

იტალიაში,  ქალაქ ბარიში 32 წლის ქართველი ქალი დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ლიბერტას რაიონში მოხდა. ქალს თავს შუახნის მამაკაცი იმ დროს დაესხა, როცა ის სახლში შედიოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი ქალს უთვალთვალებდა, რის შემდეგაც ადგილზე მისულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. 

საქართველოს მოქალაქე ქალბატონს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. მედიის ინფორმაციით, სროლის ხმაზე მეზობლებმა სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. თავდამსხმელი ადგილიდან მიმალვას შეეცადა, თუმცა დევნის ოპერაციის შედეგად ის იტალიურმა პოლიციამ დააკავა. 

ქალის დაჭრის მიზეზი კი, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტია. ერთ-ერთი ვერსიით, ის ყოფილმა ქამარმა დაჭრა. არის თუ არა მამაკაცი ქართველი ან იტალიელი, ამის შესახებ პოლიციას  ჯერჯერობით ინფორმაციას არ ახმოვანებს. 

ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მას  გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. 

„იტალიელებს რამდენიმე გასროლის ხმა გაუგიათ, გარეთ გამოსულებს კი ახალგაზრდა ქალი დახვდათ სახლის კართან  წაქცეული. მას ყელის არეში აქვს ჭრილობები. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. 

„ქალი ქართველი აღმოჩნდა და სავარაუდოდ, ადგილი ოჯახური კონფლიქტი უნდა იყოს. მას, როგორც იტალიური მედია წერს,  სახლის კართან მამაკაცი ელოდებოდა. სავარაუდოდ, ჩაუსაფრდა. მისი სახლში დაბრუნების  დრო იცოდა და თავს დაესხა.  კარის გაღების დროს მიპარვით ყელში არეში ესროლა. ის ადგილიდან გაიქცა, თუმცა პოლიციამ მისი  დაკავება შეძლო. 

„დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. თუმცა  ამბობენ, რომ სტაბილურია. ჯერჯერობით არ ხმაურდება კაცის ვინაობა და წარმოშობა. უცნობია ქართველია თუ იტალიელი“, - უყვება „რეზონანსს“ იტალიაში მცოხვრები ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე