თურქული მედიის ინფორმაციით, ანტალიაში 16 წლის ქართველ გოგოზე მეზობელმა სექსუალურად იძალადა. როგორც მედია წერს, მოზარდი შშმ პირია, ძალადობაში ბრალდებული კი დაკავებულია.
მედიის ცნობით, მეზობელი კაცი ქართველების ოჯახში ელექტროობის შესაკეთებლად იმყოფებოდა. კაცმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი თავის სამუშაო სივრცეში წაიყვანა და იძალადა. მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ გოგონას ოჯახმა გაიგო, სამართალდამცველებს მიმართა. პოლიციამ გოგონა დაკითხა და მისი ჩვენების საფუძველზე მამაკაცი დააკავეს.
„როგორც გავიგეთ, ქართველებს რაღაც გაფუჭებიათ და ელექტროობის შესაკეთებლად ხელოსანი გამოუძახიათ. მამაკაცი, როგორც ჩანს, რამდენიმე დღის განმავლობაში მათ სახლში სამუშაოებს ასრულებდა. შეზღუდული შესაძლებლობის გოგონა ჰყავთ, რომლსაც ეს მამაკაცი დაუახლოვდა. ამ ხნის განმავლობაში მასთან ურთიერთობდა. გოგონას მშობლები სახლში რომ არ იყვნენ, მაშინ მომხდარა ეს ამბავი. ბავშვი იქ წაუყვანია, სადაც თავად მუშაობდა და ძალადობაც იქ მოხდა.
„გოგონამ სახლში დაბრუნებულ მშობლებს ეს ამბავი მოუყვა. თქვა, რომ მამაკაცმა ის გააშიშვლა და სხეულზე ეხებოდა. მშობლები მიხვდნენ, რომ მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო და პოლიცია გამოიძახეს. ბავშვი ფსიქოლოგებმა და სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა გამოკითხეს და დარწმუნდნენ, რომ ის ძალადობის მსხვერპლი გახდა“, - ჰყვება თურქულ გამოცემასთან ოჯახის მეზობელი.
კიდევ ერთი მეზობელი ოჯახს დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ ისინი დიდი ხანია მათ მეზობლად ცხოვრობენ. თუმცა მათი მხრიდან რაიმე პრობლემა არ ყოფილა.
„კარგი ხალხია და მეზობლებთანაც ცუდი ურთიერთობა არ აქვთ. აქ უკვე კაი ხანია ცხოვრობენ. ოჯახი ასეთ რამეს რატომ მოიგონებდა, თუ ამის საფუძველი არ აქვთ?! ზოგმა თქვა, რომ კამერები იყო სახლში და იქიდანაც დასტურდებაო. რამდენად მართალია, არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, რის გამოც ის დააკავეს. ალბათ მხოლოდ ბავშვის ჩვენების გამო არ დააკავებდნენ“, - ამბობს კიდევ ერთი მეზობელი მედიასთან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე