ვენა ავსტრიის დედაქალაქი და ასევე ავსტრიის ცხრა მხარიდან ერთ-ერთია. 1,6 მილიონი მოსახლეობით ვენა ავსტრიის უდიდესი ქალაქია, ისევე როგორც მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი. არის ევროპის კავშირის სიდიდით მეათე ქალაქი.
ქალაქი მდინარე დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს და მხოლოდ 60 კმ-შია ავსტრიის აღმოსავლეთის საზღვართან. ვენა ცენტრალური ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს, ძალიან ახლოს ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან.
ვენა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ქალაქია და საკუთარი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიით დამსახურებულად უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციასა და მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებული ადგილი. საუკუნეთა მანძილზე წარმოადგენდა საღვთო რომის იმპერიის ცენტრს, საიმპერატორო დედაქალაქსა და ჰაბსბურგების რეზიდენციას.
ამ დროიდან იგი განვითარდა, როგორც ევროპის კულტურული და პოლიტიკური ცენტრი. ვენა მეოთხე ქალაქი იყო ლონდონის, ნიუ იორკისა და პარიზის შემდეგ, რომლის მოსახლეობაც ორ მილიონს ითვლიდა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვენამ თავისი მოსახლეობის თითქმის მეოთხედი დაკარგა. ვენის ძველი ცენტრალური ნაწილი, რომელიც ჰაბსბურგების დინასტიამდეც არსებობდა, ასევე შენბრუნის სასახლე ავსტრიის რესპუბლიკის მოთხოვნით შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
საუკეთესო სასტუმრო (Best hotel, recommended)
Hotel Rothensteiner Appartements (Neustiftgasse 66, 1070 Vienna, tel .+43-1-5239643, email: hotel@rothensteiner.com, www.rothensteiner.com) Bernd Rothensteiner
ვენის ცენტრში მდებარე ეს უნიკალური აპარტამენტები სავსეა ისტორიით და ავთენტური მყუდრო გარემოთი, სადაც თავს ისე იგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში. აქ თქვენ არა ხართ საიდანღაც ჩამობრძანებული უცხოელი ტურისტი, Hotel Rothensteiner Appartements-ში თქვენ ხართ, როგორც ადგილობრივი მის მშობლიურ გარემოში. ფართო, ნათელი, მყუდრო ბინები, ძველი სტილის ავეჯით და თანამედროვე ტექნიკით თავს შუა საუკუნოვან ვენაში ამოგაყოფინებთ - ლოიალური ფასები და საუცხოო სტუმართმოყვარეობა, რასაც თავად სასტუმროს მფლობელი Bernd Rothensteiner და მისი უმშვენიერესი მეუღლე პირადად გაგრძნობინებთ, არასოდეს დაგავიწყდებათ. თუ თქვენ ერთხელ მაინც გექნათ ბედნიერება იცხოვროთ Hotel Rothensteiner Appartements-ში აუცილებლად მოგინდებათ კვლავ იქ დაბრუნება.
საუკეთესო რესტორნები (Best restaurants, recommended)
Chef Konstantin Alexander Filippou
Restaurant Konstantin Filippou | reservation@konstantinfilippou.com | T +43 1 5122229 Dominikanerbastei 17, 1010 Vienna.
Wine Bistro O boufés | T +43 1 512222910 Dominikanerbastei 17, 1010 Vienna www.konstantinfilippou.com
MAMA KONSTANTINA | T +43 1 4380095 Döblinger Hauptstraße 17, 1190 Vienna www.mamakonstantina.com
შეფი კონსტანტინ ალექსანდერ ფილიპოუ (Chef Konstantin Alexander Filippou) დაიბადა გრაცში (ავსტრია) ბერძენი მამისა და ავსტრიელი დედის მულტიკულტურულ ოჯახში, სადაც ყოველთვის უხვად იგრძნობოდა ხმელთაშუა ზღვისპირეთის კულტურა, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია მის მომავალ პროფესიასა და კარიერაზე. ყოველ წელს რამდენიმე თვის განმავლობაში კონსტანტინი ატარებდა საბერძნეთში ზღვასთან ახლოს, სადაც ახლოს ეცნობოდა ადგილობრივი სამზარეულოს არომატებს ამდიდრებდა თავის გამოცდილებას.
კულინარიით გატაცებული ის საათებს ატარებდა დედის სამზარეულოში და პარალელურად შესაბამის განათლებას იღებდა. მისმა კარიერულმა გზამ კულინარიულ სამყაროში ის შემოატარა ინგლისში, ესპანეთში, საბერძნეთში, საფრანგეთში, სკანდინავიაში, პორტუგალიაში, აშშ-სა და აზიაში, რის შემდეგაც დაბრუნდა ვენაში.
2009 წელს მან მიიღო თავის პირველი მიშლენის ვარსკვლავი. კონსტანტინი აგრეთვე ნომინირებული იყო ეგრედ წოდებულ „სამზარეულოს ოსკარზე" 2011 წელს, სადაც გაიმარჯვა კატეგორიაში „ავსტრიის ყველაზე კრეატიული შეფი". მან გახსნა თავისი პირველი რესტორანი 2013 წელს და სულ რაღაც 7 თვეში მიშლენის ვარსკვლავიც დაისაკუთრა. 2018 წელს Restaurant Konstantin Filippou-მ მიიღო უვე 2 მიშლენის ვარსკვლავი, რასაც დღემდე ინარჩუნებს.
კონსტანტინმა გააგრძელა კულინარიული ენტერპრენერობა და 2015 წელს გახსნა ნატურალური ღვინის ბისტრო O boufés. თუმცა, კონსტანტინ ფილიპოუ და მისი გუნდი ამით არ დაკმაყოფილებულან და სულ ახლხანას ვენაში ახალი ქმნილება შესთავაზეს მომხმარებელს, რესტორანი Mama Konstantina, რომელიც ბერძნულ და ხმელთაშუა ზღვისპირეთის კულინარიაზეა ფოკუსირებული.
Restaurant Clementine im Glashaus (Palais Coburg, Coburgbastei 4, 1010 Vienna, email: reservierung@palais-coburg.com, tel: +43151818130 www.palais-coburg.com/kulinarik/clementine/
ისტორიითა და ბრწყინვალებით აღსავსე სასახლე Palais Coburg, ისტორიული ღვინის საცავები იშვიათი კოლექციით დედამიწის თითქმის ყველა წერტილიდან, უნიკალური დარბაზები და მყუდრო რესტორანი სასახლის ხედებითა და უგემრიელესი სამზარეულოთი. აქ თქვენ გახდებით ვენის ისტორიის ნაწილი, რესტორნის უნიკალური დიზაინი და უგემრიელესი სამზარეულო დაუვიწყარ წუთებს გაჩუქებთ. აქაურობას იდუმალებით აღსავსე მისტიური ქალბატონი კლემენტინა მფარველობს.
საუკეთესო კაფე (Best cafes, recommended)
Cafe Eiles (Josefstädterstraße 2,1080 Vienna, gert.kunze@cafe-eiles.at, www.gert-kunze.at, www.cafe-eiles.at tel: +43 1 4053410
ვენა სახელგანთქმულია თავისი კაფეებით და Cafe Eiles საუკეთესო მათგანია. აქ იპოვით ყველაფერს, რაც ვენის ავთნტურობაზე მიუთითებს - საუკეთესო განლაგება ქალაქის ცენტრში (ვენის მერიისა და პარლამენტის შენობის მახლობლად), ტიპიური ავსტრიული სამზარეულო, უგემრიელესი შნიცელითა და კლასიკური ვენური შტრუდელით სხვა ათასგვარ გემრიელობებთან ერთად. პროფესიონალი და მოტივირებული პერსონალი, რომელიც სასიამოვნო დროის გატარებაში დაგეხმარებათ.
აუცილებლად მოსანახულებელი ადგილები (Necessary to be visited)
Schönbrunn Palace (Schönbrunner Schloßstraße 47): შონბრუნის სასახლეში თქვენ გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა ნახოთ როგორ ცხოვრობდნენ ავსტრიის საიმპერატორო კარის წევრები სხვადასხვა ეპოქაში. დღემდე შემონახული ფასდაუდებელი ნივთები, ავეჯი, საძინებლები, სამზარეული და სხვადასხვა დანიშნულების ოთახები დღემდე შემონახულია და უამრავი დამთვალიერებლის დიდ ინტერეს იწვევს. შეუძლებელია ვენა დატოვოთ ისე, რომ შონბრუნის სასახლე არ მოინახულოთ.
Belvedere Palace (Prinz-Eugen-Straße 27): გენიალური გუსტავ კლიმტის უდიდესი კოლექციის სახლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შედის და ორ ბაროკოს სტილის შენობას წარმოადგენს. ფრანგული ბაღები სხვადასხვანაირი შადრევნებით, ულამაზეს გარემოს ქმნიან. გარეთ ქალაქზე ხედსაც იხილავთ, შიგნით კი გასაოცარ ხელოვნებას.
ვენის სახელმწიფო ოპერა (Vienna State Opera, Opernring 2 ) ვენა წარმოუდგენელია კლასიკური მუსიკისა და ოპერის გარეშ - ოპერის მოყვარულები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ოპერის დარბაზს აუცილებლად უნდა ეწვიონ. მე-19 საუკუნეში აგებული ეს ნეო-რენესანსის შენობა ოდესღაც შტრაუსსაც მასპინძლობდა. შენობის დასათვალიერებელი ტურებით მთელი დღის მანძილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ.
Markterei Markthalle (Severingasse 7) პირველი დახურული ბაზრობა ვენაში, სადაც თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გასინჯოთ და შეიძინოთ საუკეთესო ფერმერული პროდუქცია ავსტრიის სხვადასხვა რეგიონებიდან. სასიამოვნო გარემო, დიდი სივრცე დასვენებისა და დროის გატარებისთვისაა განკუთვნილი. უქმეებზე ფერმერებს ჩამოაქვთ თავიანთი ახალი პროდუქცია, იმართება დეგუსტაციები და მასტერკლასები.
Thanks to Vienna tourism board - https://www.wien.info/en
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე