მარიამ ვეკუა
(21.03.2025)

„აშშ-ს პრეზიდენტმა თვალი უკრაინის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს დაადგა," - წერენ დასავლური გამოცემები. მანამდე აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო ზარი შედგა. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, საუბარი ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტას შეეხებოდა. სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან მოგვიანებით განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ ენერგეტიკული სადგურების ფლობა იქნება „საუკეთესო დაცვა უკრაინის ინფრასტრუქტურისთვის".

ტრამპთან საუბრის მერე ზელენსკიმ თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა მას რუსების მიერ უკანონოდ კონტროლირებადი სადგურის დავის მოგვარებაში დახმარება შესთავაზა, რომელიც უდიდესია არ მარტო უკრაინასი, არამედ მთელ ევროპაშიც.

„მას ვუთხარი, რომ თუ სადგური არ არის უკრაინის, არც არავისთვის იმუშავებს. ეს უკანონოა, და ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია განვკარგოთ ეს სადგური, რადგან ის არის სახელმწიფო საკუთრებაში. უკრაინა მზად არის განიხილოს ბირთვული ელექტროსადგურების ინვესტიციების საკითხი და მათი მოდერნიზაცია, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპთან საკუთრების საკითხზე არ გვისაუბრია," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თუმცა, ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ თუ ამერიკელები ამ წინადადებით რუსებისგან ამ სადგურის დაცვას ცდილობენ, ეს სხვა საკითხია.

„ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ამაზე ხუთშაბათს, ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დასავლური გამოცემები წერენ, რომ ეს წინადადება ძალიან სარისკოა, თუნდაც იმიტომ, რომ შემოჭრილი რუსული არმია ამჟამად იკავებს სტრატეგიულ ობიექტებს ატომური ელექტროსადგურის გარშემოც. თუმცა, კიევის ხელმძღვანელობა ამ იდეას განიხილავს, რადგან უკრაინა ეძებს აშშ-სგან უსაფრთხოების მუდმივ გარანტიას.

უკრაინელი ექსპერტები ამბობენ,რომ თავდაპირველი ნაბიჯი „მინერალებზე წვდომის მიცემა იქნება".

დონალდ ტრამპმა 21 მარტს ჟურნალისტებთან დაადასტურა ინფრომაცია, რომ აშშ და უკრაინა მინერალების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებას ხელს მალე მოაწერენ.

„ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე. ერთ-ერთი, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ძალიან მალე ხელს მოვაწერთ შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ, რომლებსაც უზარმაზარი ღირებულება აქვს. ჩვენ ამას ვაფასებთ", - განაცხადა ტრამპმა

აშშ-ს პრეზიდენტმა ზელესნკისთან სატელეფონო ზარს „წარმატებული" და „შინაარსიანი" უწოდა.

დასავლურ გამოცემა პოლიტიკოსთან ანონიმურობის დაცვის პირობით უკრაინელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრა:

„ ჩვენთვის ეს სადგური უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სადგური, რადგან ჩვენ არ განვიხილავთ ატომური ელექტროსადგურის დეოკუპაციას მისი სატელიტური ქალაქის, ენერჰოდარის გარეშე, სადაც ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები ცხოვრობენ. ზოგიერთი მათგანი და მათი ნათესავები პრაქტიკულად რუსებმა ტყვედ აიყვანეს, ამიტომ იქნება პირობები უკრაინის მხრიდან." - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

„ამ სადგურების ამერიკის მხარის მიერ ფლობა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მხარდაჭერის საუკეთესო საშუალება იქნება," - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ოთხშაბათს ზელენსკისთან საუბრის შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ღამით ვიდეოსაუბარში აღნიშნა, რომ ლიდერებმა მხოლოდ ერთი ატომური ელექტროსადგური განიხილეს - ზაპორიჟა, რომელიც მდებარეობს ენერგოდარის გარეუბანში და ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

საინტერესოა ისიც, მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელწმიფო მდივანმა სატელეფონო ზარის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რომ ზელენსკიმ მოითხოვა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, კონკრეტულად, Patriot-ი, ტრამპი კი დათანხმდა.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვან აღნიშნა: „ვიმედოვნებთ , რომ ვაშინგტონმა კარგად გაიგო მოთხოვნა უკრაინის შეიარაღების შეწყვეტის შესახებ".

„ჩვენი სადგური ჩვენს მიწაზეა"

რუსულმა ძალებმა სადგური 2022 წლის მარტში დაიკავეს და მისი პერსონალი დაიმორჩიელს; ზოგიერთი დააპატიმრეს ან აიძულეს, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაქცეულიყვნენ.

სადგური უკრაინის ენერგოსისტემაში გადამწყვეტი კვანძი იყო, რომელიც აწარმოებდა ექვს გიგავატს და ფარავდა ქვეყნის ელექტროენერგიის საჭიროების 20 პროცენტს. თუმცა, 2022 წლის რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ის არ ფუნქციონირებს.

რუსები გეგმავენ მის „გადატვირთვას" - მოსკოვის ატომური ენერგიის ოპერატორმა „როსატომმა" უკანონოდ აიღო ქარხნის მენეჯმენტი, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევა- ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმაციას აქტიურად ავრცელებს.

„ატომური ელექტროსადგური საფრთხეშია, რადგან მას რუსები მართავენ," - თქვა ზელენსკიმ.

„ჩვენც შეგვიძლია სადგურის გადატვირთვა, მაგრამ მხოლოდ ქარხანაზე წვდომა საკმარისი არ არის - მას სჭირდება ინფრასტრუქტურა, რათა დაიწყოს ხალხისთვის ენერგიის წარმოება. პრეზიდენტმა მკითხა, რა მოხდებოდა მაშინ, თუ ამერიკა შეძლებდა ატომური ელექტროსადგურის აღდგენას. მე ვუთხარი: დიახ, თუ არსებობს მოდერნიზაციის შესაძლებლობა, ჩვენ მზად ვართ, წინადადება განვიხილოთ თქვენთან ერთად," - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

თუმცა, ზელენსკიმ დასძინა, რომ სადგურის აღდგენას და ელექტროენერგიის წარმოების დაწყებას მინიმუმ ორი წელი დასჭირდება და სამუშაოს შესრულება მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე