თამთა ჩაჩანიძე
(04.05.2021)

ესპანური „ტენერიფესა" და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს. შერმადინის გუნდი ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში ჩავიდა ევროპის საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის - „რვათა ფინალში" მონაწილეობისათვის, თუმცა მებაჟეებმა მას რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა „მალაგაჰოი" იუწყება.

ესპანური მედიის ცნობით, ქართველი კალათბურთელი აეროპორტშივე დააკავეს, სადაც მან მთელი ღამე გაატარა. შერმადინის რუსეთში არშეშვების მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არაა.

პრობლემის მოსაგვარებლად ესპანური კლუბი „ტენეიფე" კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან - ფიბა-სთან ერთად მუშაობს.

„რვათა ფინალი" ნიჟნი ნოვგოროდში 5-8 მაისს გაიმართება. პირველ მატჩში, 5 მაისს „ტენერიფეს" მეტოქე ფრანგული „სტრასბურია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე