რეზონანსი
(04.11.2024)

უკვე წლე­ბია, რაც ნინი ქარ­სე­ლა­ძე მე­დი­ას­თან ნაკ­ლე­ბად თა­ნამ­შრომ­ლობს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თუ თემა პი­რად ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა. მისი და­ო­ჯა­ხე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, დე­დამ, ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ და­წე­რა, რომ ნინი გა­თხოვ­და. თუმ­ცა, რო­გორც მომ­ღე­რალ­მა ახ­ლა­ხან თა­ვის გა­მომ­წე­რებს მოულოდნელად აც­ნო­ბა, 5-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, მე­უღ­ლეს - თაზო ჯა­ხუ­ტაშ­ვილს და­შორ­და.

"ქმარს გავ­შორ­დი უკვე დიდი ხა­ნია. 5 წლის მან­ძილ­ზე ვი­ყა­ვი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. და­შო­რე­ბის შემ­დეგ ღმერ­თის, ჩემი ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის წყა­ლო­ბით გა­ვე­დი სამ­შვი­დო­ბოს. ეს გზა მარ­ტი­ვი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგ­რამ მთა­ვა­რია, მო­ინ­დო­მო. და­შო­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ არ ვი­სა­უბ­რებ, რომ სა­კუ­თარ თავს ვცემ პა­ტივს. მო­მა­ვალ­ში შვი­ლის ყო­ლას, რა თქმა უნდა, ვგეგ­მავ. დე­და­მი­წა­ზე ქა­ლის მოს­ვლის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მთა­ვა­რი ფუნ­ქცია ვთვლი, რომ შვი­ლის გა­ჩე­ნაა," - დაწერა “ინ­სტაგ­რამ­ზე“ ნინი ქარ­სე­ლა­ძე, სა­დაც გა­მომ­წე­რე­ბის შე­კი­თხვებს გუ­ლახ­დი­ლად უპა­სუ­ხა.

წარ­მო­შო­ბით ბა­თუ­მე­ლი ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბი­დან თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. მას უკვე ჰყავ­და ოჯა­ხი, მე­უღ­ლეს და­შორ­და და ორი შვი­ლი ჰყავს. ბიჭი 3 წლის იყო, როცა მამა და­ე­ღუ­პა, დედა კი მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და და ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად მა­მო­ბილ­მა, ბიზ­ნეს­მენ­მა თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძემ გა­ზარ­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე