რეზონანსი
(04.11.2024)

ავარიის შედეგად დაღუპულ 17 წლის ლუკას სოციალურ ქსელში ოჯახის წევრები და ახლობლები ემშვიდობებიან:

“ჩემო განსაკუთრებულო, უთბილესო, საოცარო ბიჭო… როგორ მიყვარხარ ლუკაჩო” – აღნიშნულია სოციალურ ქსელში.

სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს ხარების საჯარო სკოლაც:

“კიდევ ერთი ტკივილიანი დღე გაუთენდა ხარების საჯარო სკოლას. დავკარგეთ ჩვენი მომღიმარი, ჩვენი შავთვალება ლუკა.

ვიზიარებთ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას. მშვიდად განისვენე ლუკა” – აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: mix.metronome.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე