რეზონანსი
04.10.2024

თუ ივანიშვილი და პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, ძალიან სერიოზული სუსხი წამოვა მათთვის ქართველი ხალხისგან და ასევე ძალიან სერიოზული სუსხი წამოვა დასავლეთისგან , - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქართველი ხალხის ნების გაყალბების შემთხვევაში ოპოზიცია რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გვერდით იქნება.

„დიდი ფინანსური სანქციების პაკეტი, რომელიც ივანიშვილზეა, ეს პაკეტი არსებობს და რა თქმა უნდა, თუ ეს ადამიანი გადაწყვეტს, რომ ქართველებით და ქართველი ხალხის ბედით იჟონგლიოროს, ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა მის ფინანსურ რესურსზე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება Edison Research-ის ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხება.

„ნებისმიერი კვლევა, რომელიც აქამდე გამოქვეყნებულა, აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართლი ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება. რა თქმა უნდა, ცდომილება ყველა კვლევაში არის, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ოპოზიციურ ფრონტზე არსებობს სამი კოალიცია და კიდევ ცალკე გახარიას პარტია. ყველას აქვს ძალიან დიდი შანსი, რომ მოიპოვოს ის ხმების რაოდენობა, რომელიც ერთად შეძლებს კოალიციური მთავრობის შექმნას საქართველოს პარლამენტში. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ „ქართლი ოცნება“ უნდა დამარცხდეს და ეს დამარცხება არის გარდაუვალი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×