რეზონანსი
14.10.2024

ჩვენთვის არის მთავარი ერთი რამ - როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი და ვფიქრობთ, ეს იქნება აუცილებლად მომავალ წელს, გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, შესაბამისად, აღარავის ემახსოვრება ასეთი უსამართლო რეზოლუციები, - განუცხადა მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე იქნება შემხვედრი ნაბიჯები, როგორც ევროკავშირის სტრუქტურებისგან, ისე აშშ-სგან.

„აუცილებლად უნდა გადაიტვირთოს საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები და მე მგონია, რომ როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე ვიხილავთ შემხვედრ ნაბიჯებს როგორც ევროკავშირის სტრუქტურებისგან, ისე აშშ-სგან", - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×