რეზონანსი
05.08.2025

„ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და აქტივისტ, ნინო დათაშვილის მხარდამჭერები პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

აქცია-მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად „ფილარმონიიდან" რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, საიდანაც „თავისუფლების მოედანზე" გადაინაცვლეს.

ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აქვთ გადაკეტილი.

შეგახსენებთ, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 240 დღეზე მეტია უწყვეტად იკრიბებიან მოთხოვნით: ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×