რეზონანსი
06.08.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მოსკოვში ოთხშაბათს ჩავა.

ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა ყველაზე მეტად უკრაინაში ომის დასრულებაზე მუშაობს, ვინაიდან „დანარჩენი ომების“ შეჩერება „რამდენიმე დღეში“ მოახერხა.

„ხვალ რუსეთთან შეხვედრები გვაქვს. ვნახოთ, რა მოხდება... მოგვიანებით აშშ გადაწყვეტს, დაუწესებს თუ არა რუსეთს და მის სავაჭრო პარტნიორებს მასშტაბურ ტარიფებს. ნაბიჯები მოსკოვში დაგეგმილ ხვალინდელ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული“, - აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×