რეზონანსი
06.08.2025

საქართველოს რკინიგზამ ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ რეგულარული საკონტეინერო ბლოკმატარებლები დანიშნა, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ.

საქართველოს რკინიგზის ცნობით, პირველი ბლოკმატარებელი დღეს „თბილისი დრაი პორტში“ შევიდა.

„ფოთიდან 21:30 საათზე დაიძვრება და თბილისში 09:47-ზე ჩამოვა. შედეგად ტვირთმფლობელები კონტეინერის პორტიდან თბილისში ჩამოტანას უმოკლეს დროში შეძლებენ კონტეინერებით ბლოკმატარებელის შევსების მიუხედავად. ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გამოგზავნის და ტერმინალში მიწოდების დრო. ეს სერვისი არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზის მომხმარებლებისთვის, რადგან საზღვაო ხაზები მომხმარებლებს აძლევენ კონკრეტულ ვადას რა დროშიც უნდა მოხდეს კონტეინერის უკან დაბრუნება. ახალი სერვისი ხელს შეუწყობს ფოთიდან-თბილისში მომავალი და უკან ცარიელი კონტეინერების ტრანსპორტირების გადმორთვას მანქანებიდან რკინიგზაზე, რაც ერთი მხრივ, სერიოზულად განტვირთავს საავტომობილო გზებს, მეორეს მხრივ კი ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს.

პირველი ბლოკმატარებელი დღეს „თბილისი დრაი პორტში“ შევიდა. ადგილზე მას დახვდნენ საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, სატვირთო გადაზიდვების ხელმძღვანელი, „დრაი პორტის“ დამფუძნებელი და კომპანია „ემ ეს სი ჯორჯიას“ დირექტორი. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს არის გამარტივებული ლოჯისტიკური სერვისი ტვირთმფლობელებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ დროში კონტეინერებს თბილისში და ფოთში შეფერხებების გარეშე მიიღებენ“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×