რეზონანსი
06.08.2025

კრემლში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სტივ უიტკოფი მოსკოვში დღეს დილით ჩავიდა.

ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებამდე სტივ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევს შეხვდა.

ცნობისთვის, ეს რუსეთში უიტკოფის მეხუთე ვიზიტია. ბოლოს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ვლადიმერ პუტინს 25 აპრილს შეხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×